ღვალაძე იუზა  სერგოს ძე
ღვალაძე იუზა სერგოს ძე

ღვალაძე იუზა  სერგოს ძე (12.V.1930,  ჭიათურა - 17.VII.2006, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1953). მუშაობდა უკრაინის ერთ-ერთ სამეცნ.-კვლევით ინ-ტში (1953-1957). მოღვაწეობდა სოხუმის ფიზიკისა და ტექნიკის ინ-ტში (1957-დან). ინ-ტი გადმოტანილ იქნა თბილისში (1994-დან) და იყო ინ-ტის ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფრ. და მთ. მეცნიერ-თანამშრომელი. ხარკოვის სახელმწ. უნ-ტში დაიცვა საკანდიდატო (1972) თსუ-ში კი სადოქტორო დისერტაციები (1993). მოღვაწეობდა პლაზმური ფიზიკის დარგში. გამოაქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია. იყო არაერთი საერთაშ. სამეცნ. ფორუმის მონაწილე (ინგლისი - 1965, იტალია - 1975 და სხვ.).  მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. აკადემიის პრემია წლის საუკეთესო სამეცნ. ნაშრომისათვის.