-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი დოცენტი
ღვაბერიძე ბეჟან ვიქტორის ძე (09. VII. 1957, სოფ. ქოლობანი, აბაშის მუნიციპალიტეტი), ქართვ. მათემატიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (2004). დაამთავრა აბაშის პირველი საშ. სკოლა (1974), თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1979). მოსკოვის სკ ცენტრ ,,ალგორითმის’’ თბილ. ფილიალი, მე-3 კატეგორიის ინჟინერი (1979-1980), თსუ-ის დარგობრივი ლაბორატორია 3-ის უმცრ. მეცნ. თანამშრომელი (1980-1991), თსუ გამოყენებითი პრობლემების სამეცნ.-ტექნ. ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1991-1993), თსუ-ის კიბერნეტ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტის მართვის თეორიის კათედრის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი (1994-1995), ასისტენტი (1995-2004). იყო თსუ-ის გამოყენებითი მათ. და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკ-ტის მართვის თეორიის კათედრის დოცენტი (2004-2006), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). მეცნ. კვლევების მიმართულებები: ამონახსნის მდგრადობის საკითხები დისკრეტული ოპტიმიზაციის ამოცანებში, მრავალკრიტერიუმიანი დისკრეტული ოპტიმიზაცია, მარშრუტიზაციისა და განთავსების მრავალკრიტერიუმიანი ამოცანების მოდელები და ამოხსნის ალგორითმები.
თხზ.: Ghvaberidze, B. (2009). On the Stability of Locally Solutions in Boolean Optimization Problems. Bulletin of the Georgian Academy of Science 167(2), pp. 219-222. Ghvaberidze, B. (თანაავტორი). (2011). Fuzzy-probabilistic Aggregations in the Discrete Covering Problem. International Journal of General Systems, 40(2), pp.169 -196 (). Ghvaberidze, B. (თანაავტორი). (2024). A new fuzzy approach of vehicle routing problem for disaster-stricken zones. Georgian Mathematical Journal, 31(4), pp. 701-722.