ღურჭუმელია ალექსანდრე პაატას ძე (04.XI.1993), ფიზიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი (2016), შემდეგ მაგისტრატურა (2018). დაიწყო მუშობა თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (2015–დან). იყო საქართვ. ე. ხარაძის სახ. ეროვნ. ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ–თანამშრომელი (2021) და მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ–ტის მეცნიერ–თანამშრომელი (2022); დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,სპლიტ ოქტონიონების გამოყენება ველის თეორიის ზოგიერთი ამოცანისათვის“ და მიენიჭა ფიზიკის დოქტორის ხარისხი (2024). მიიღო მონაწილეობა სამეცნ. კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ ჟურნალებში:,,Solar Activity Influence on the Climate Via Magnetic Turbulence” (Sc. Conf.: Geophysical Processes in the Earth and its Envelopes. Proceedings, 2023, TSU); ,,მძლავრი გეომაგნიტური შეშფოთებების კოჰერენტული ანალიზი დუშეთის ობსერვატორიის მონაცემებისა და DST ინდექსის მაგალითზე“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ., 2024, ტ.27, №2).