ღუღუნიშვილი მარინე ალექსანდრეს ასული (1957, თბილისი), ექიმი, მკვლევარი, მედ. დოქტორი. დაამთავრა თსსი (1979) და ინტერნატურა ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოში (1979-1980). მუშაობა დაიწყო ალ. ნათიშვილის სახ. ექსპ. მორფოლოგიის ინ-ტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1980-1986), იყო ინ-ტის ასპირანტი (1985-1989) სპეციალობით ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სინთეზური პროთეზის სისხლძარღვოვანი კედლის მორფოგენეზი მასკანირებელი და ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპიის საშუალებით“ (1990). გააგრძელა მუშაობა ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტის ციტოლოგიის განყ-ების უფრ. მეცნიერ თანამშრომელად (1992-2006), ამჟამად არის გერონტოლ. და პალიატ. მედიცინის დეპარტ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2006-დან). მისი კვლევის საგანია საქართველოში ონკო-ინკურაბელური პაციენტების სიმპტომების კვლევა. არის 28 სამეცნ. ნაშრომის ავტორი.
თხზ.: Гугунишвили, М. (1990). Морфогенез сосудистой стенки синтетического протеза по данным сканирующей и трансмиссионной электронной микроскопии : Автореферат. Тб. гос. мед. ин-т.; ღუღუნიშვილი, მ. (2016). ღირსეული სიბერე : (კონფერენციის მასალები) = A Decent Old Age : (Materials of the Conference). თბ., უნ-ტის გამ-ბა.