-
ავტორი
- კატეგორიები: ირანისტი
ღოლოძე ემა სერაპიონის ასული (04.VIII.1941-04.I.2008, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სპარს. ენისა და ლიტ-რის მიმართულებით (1960). იყო ირან. ფილოლოგიის კათედრის ლაბორანტი (1962), შემდეგ კი მასწავლებელი და უფრ. მასწავლებელი. მუშაობდა თემაზე „საამ-ნამეს ქართული ვერსიის სპარსული ლექსიკა“. ა. აბულაძესთან ერთად შეადგინა იუსტინე აბულაძის შრომათა ბიბლიოგრაფია (1964). ღ. ე. ეკუთვნის ზოგიერთი საგაზეთო ინფორმაცია კათედრის გამოცემების შესახებ.
თხზ.: ღოლოძე, ე. (1963). სპარსული ფილოლოგიის კათედრაზე : [პროფ. დ. კობიძის "სპარსული ქრესტომათიის" 1963 წ. განხილვა. თბილისის უნივერსიტეტი, 20 დეკემბერი; ღოლოძე, ე. (1992). „საამნამეს" ქართული ვერსიის-"საამ ფალავნის წიგნის" შესწავლის ისტორიისათვის. თსუ შრომები, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, ტ. 309, გვ. 43-56.