ღოღობერიძე  გრიგოლ თეიმურაზის ძე
ღოღობერიძე გრიგოლ თეიმურაზის ძე

ღოღობერიძე  გრიგოლ თეიმურაზის ძე(29.III.1973, ქ. თბილისი), დაამთავრა თბილ. აკად. ი. ვეკუას სახ. ფიზ.-მათ. სკოლა (1989); დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტი (წითელი დიპლლომით, 1989-1994). იყო აბასთუმნის ობსერვატორიის თეორიული ფიზიკის განყ–ების ასპირანტი (1995-1998). მუშაობდა აბასთუმნის ობსერვატორიის თეორ. ასტროფიზიკის განყ–ებაში: უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის (1997-2000); მეცნიერ თანამშრომლის (2000-2005); უფრ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიციებზე (2005-2007). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ტურბულენტური პროცესები პულსარის მაგნიტოსფეროში“ (ხელმძღვ. პროფ. გ. მაჩაბელი, 2005). იყო ილიას სახელმწ. უნ–ტის ასოცირებული პროფესორი (2008-2022). მუშაობდა ლუვენის უნ–ტში უფრ. მკვლევარის (Senior Postdoctoral Researcher) პოზიციაზე (ბელგია, 2006-2010). იყო ტრიესტში UNESCO-ს თეორ. ფიზიკის საერთაშ. ცენტრის ასოცირებული წევრი (იტალია, 2008-2014). მუშაობდა ვორვიკის უნ–ტში უფრ. მკვლევარის (Senior Research Fellow) თანამდებობაზე (დიდი ბრიტანეთი, 2010-2012). ევროკომისიის Marie Curie-ს გრანტით მუშაობდა კალაბრიის უნ–ტში (იტალია, 2012–2014). დღემდე არის ევროკომისიის ექსპერტი (საიდენტიფიკაციო №EX2022D614843) თეორიულ ფიზიკაში, ასტროფიზიკაში და მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებაში. არის 50-ზე მეტი სამეცნ. შრომის ავტორი წამყვან საერთაშ. ჟურნალებში (PRL, PRD, PRE, ApJ, MNRAS, QJRAS, და ა.შ.) ასტროფიზიკაში, კოსმოლოგიაში, გეოფიზიკაში და მათემატიკურ ფიზიკაში (2022–დან). ხელმძღვანელისა ან კოორდინატორის რანგში მიღებული აქვს მრავალი საერთაშ. (Soros Foundation, INTAS, USTC, GRDF-CRDF, FWO - ფლანდრიის ეროვნ. სამეცნ. ფონდი) და 7 საქართველოს ესფ გრანტი.