-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი
ღოღობერიძე კირილე ასლანის ძე (1902, სამტრედიის რაიონი). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1927) და იმავე წელს გაიგზავნა სტაჟირებისთვის მოსკოვში დაზღვევის მთ. სამმართველოში და ერთი წლის შემდეგ დაინიშნა თბილისში დაზღვევის სამმართველოში ინსპექტორის თანამდებობაზე. მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ზე ტექნ. მექანიკის სხვადასხვა თანამდებობებზე. ღ. კ.-ს ძირითადი საქმიანობა პედ. მოღვაწეობა იყო. მუშაობდა საფინანსო ინ-ტის საქართვ. ფილიალში (1938-1939), რომლის უნ-ტთან შეერთების შემდეგ, დოცენტის უფლებამოსილებით კითხულობდა ლექციებს საბჭ. ვაჭრობისა და ფინანსების ეკონომიკაში. გამოსცა აქვს სახელმძღანელოები.
თხზ.: ღოღობერიძე, კ. (1955). სოციალიზმის ქვეყნების ბიუჯეტი. თბ.; ღოღობერიძე, კ. (1957). კოლმეურნეობებში წარმოების ხარჯების საკითხისათვის. თბ., სახელგამი; ღოღობერიძე, კ. (1971). საბჭოთა ვაჭრობის ეკონომიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა.