ღოღობერიძე დიმიტრი
ღოღობერიძე დიმიტრი

ღოღობერიძე დიმიტრი  (4. IV.1906ოდესა-19.VII.1953სოხუმი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1929). იგი დატოვეს უნ-ტში სამეცნ.-პედ. საქმიანობის გასავლელად.  მუშაობდა ხარკოვის ფიზიკა-ტექ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კრისტალთა ფიზიკის განყ-ბაში პროფ. ი. ობრეიმოვის ხელმძღვანელობით (1930-1932). ღ. გადადის მოსკოვში და მუშაობას იწყებს ლითონთა ფიზიკაში (1933). თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტის დეკანმა, აკად. ნიკო მუსხელიშვილმა ღ. დ.  მოიწვია თსუ-ში სამუშაოდ (1934). აკად. ნ. მუსხეიშვილისა და ღ.-ის თაოსნობით იმავე წლის გაზაფხულზე შეიქმნა ექსპერ. ფიზიკის კათედრა, რომლის გამგედ დაინიშნა ღ. მისი დიდი შრომისა და ღვაწლის დახმარებით თბილისში გაიხსნა ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რომლის პირველ დირექტორად  ღ. დაინიშნა. თბილისში მისი პირველი შრომები შეეხო კრისტალთა გაორების სიბრტყეების ბუნების შესწავლას. ამ საკითხზე დიდი დავა იყო მსოფლიო ლიტერატურაში. თბილისში გამოქვეყნებული შრომები ღ.-მ პირადად ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე დაწერა. გაორების პრობლემისადმი მიძღვნილი შრომების სერიაში ღ. იძლევა მექან.გაორების ზუსტ განსაზღვრას (1936): თბილისში ანალოგიური შრომების გამოქვეყნების შემდეგ ღ. საცხოვრებლად ლენინგრადში გადადის და მუშაობას იწყებს პოლიტექნიკურ ინ-ტის ტექ. ფიზიკის კათედრაზე აკად. ა. იოფეს ხელმძღვანელობით (1937). ერთ წლის შსემდეგ იცავს დისერტაციას ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. მისი დისერტაციის თემა იყო „კრისტალთა მექანიკური გაორება“. ერთი წლის შემდეგ მან კვლავ დაიცვა დისერტაცია სხვა თემით „რენტგენული სპექტროსკოპია და კრისტალთა დეფექტები“. ლენინგრადში ღ.-მ პროფ. ლებედევთან და მექანიკოს პავლოვთან ერთად შეიმუშავა სამამულო ტიპის სანათი რენტგენული სპექტროგრაფიის კონსტრუქცია (1939), რ-იც ევროპული ტიპის ანალოგიურ ხელაწყოებს სჯობდა: გაზრდილი იყო შექძალა, არეკლილი სხივების ინტებსივობა ძალზე ადვილი დასამზადებელი იყო.  მას მიენიჭა პროფესორის წოდება (1940) და შეთავსებით სამუშაოზე მიიწვიეს ლენინგრადის ქიმია-ტექნოლოგიის ინ-ტში კრისტალთა რენტგენული ლაბორ. გამგედ. იგი ჯერ ბაქოში, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და აქ გააგრძელა სამეცნ. მუშაობა (1942). ღ. იწყებს მუშაობას ლენინგრადის სახელმწ. უნ-ტთან არსებულ ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის რენტგენული ლაბორ. გამგედ (1949). ღ. წარადგინეს სახელმწ. პრემიაზე (1952). მან ზრუნვა დაიწყო სამშობლოში დაბრუნებაზე, მაგრამ ავადმყოფობამ შემოუტია და ვერ შეძლო, იგი ექიმების რჩევით ვაჟთან ერთად სოხუმში გაემგზავრა. იქ ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ძალზე ცუდად შეიქმნა, ტვინში სისხლი ჩაექცა და 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ღოღობერიძე, დ. (თანაავტორი). (1945). ფიზიკის კურსი: წიგნი 1: მექანიკა. თბ., ტექნიკა და შრომა.