ღლონტი ომარ ალექსანდრეს ძე
ღლონტი ომარ ალექსანდრეს ძე

ღლონტი ომარ ალექსანდრეს ძე (12.X.1939 ქ. გორი- 2015), მათემატი­კოსი. თსუ-ის პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ დოქტორი (1990). დაამთავრა თსუ–ის  ფიზ. ფაკ-ტი (1962) და ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1968).  იყო კიბერნ. ინ-ტის მეცნ. თანამშრომე­ლი (1962-1968), თსუ–ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1968-1973), ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის განყ-ბის გამგე (1973-1983), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის სექტორის გამგე (1983-1990), თსუ–ის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების ს/კ ლაბორა­ტ. გამგე (1990-2006), თსუ–ის ასოცირებული პროფე­სორი (2006-2015). გარდაცვალების შემდეგ ის დაჯილდოვდა თსუ–ის ოქროს მედლით (2016). იყო თსუ–ის სადისერტაციო  საბჭოს წევრი; საქ.  სტატისტ. ასოციაციის წევრი; საქ. მათ. კავშირის წევრი; საერთაშ. რეფერატული ჟურნ. „MathematicalRev-iew“-ს რეფერენტი; აშშ მათ. საზ-ბის(AMS) წევრი (1973); საერთაშ.  სტატისტიკის ინ-ტის (ISI) არჩეული წევრი (ვორბურგი, ნიდერლანდები, 1995). სამეცნ. ვიზიტებით იმყოფებოდა პარიზის პიერ და მარია კიურის უნ-ტში (2002), კოპენჰაგენის უნ-ტსა და მათ. ინ-­ტში(დანია, 2003),  სალერნოს  უნ-ტში (იტალია, 2014). მიღებული აქვს ფონდ ევრაზიის ორი, INTANS-ის ერთი, TACIS-ის ერთი, საქ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ოთხი გრანტი, აქედან ოთხ შემთხვევაში ის იყო პროექტის ხელმძღვ.. მისი სამეცნ. ინტერესების სფერო მრავალმხრივი იყო და მოიცავდა: ალბათობის თეორიას;   მათემატიკურ სტატისტიკას;  სტოქასტური პრო­ცესების  ფილტრაციასა და პროგ­ნოზირებას; ინფორმაციის თეორიას; ეკო­ნო­მეტრიკას; სტოქასტურ ოპტიმალურ მართვას;  სტოქსტურ ფინანსურ მათე­მა­ტიკას.

თხზ.: Глонти, О. (1985).  Исследования потеории условно-гауссовских процессов; ღლონტი, ო. (2002). სტოქას­ტური ფინანსური მათემატიკა. უნ–ტის გამ–ბა;  ღლონტი, ო. (თანაავტორი). (2002). შემთხვევითი პროცესების თეორია. TEMPUS.