-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ღლონტი ნუგზარ იაშას ძე (02.IX.1946, ლანჩხუთი), ინჟინერ-ელექტრიკოსი. დაამთავრა სტუ-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი (1970); ფიზ.–მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა დისერტაცია თემაზე:,,კოსმოსური სხივების ნეიტრონული კომპონენტის ბარომეტრული კოეფიციენტი და მონაცემთა ავტომატური დამუშავება ონლაინ რეჟიმში“ (1984); კითხულობდა ლექციების კურსს თსუ-სა და გსუ-ში (1988-1992). იყო გეოფიზიკის ინ-ტის თანამშრომელი და მთ. მეცნიერ–თანამშრომელი (1973-2017). ასევე იყო გეოფიზიკის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2006) და აკადემ. დოქტორი (2007). წლების განმავლობაში იყო თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1992-2006), გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორი (2006-2023) და ისევ დირექტორის მოადგილე (2023). არის გეოფიზიკური ასოციაციის თავ-რე (2023). მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის (1995) და მ. ალექსიძის სახ. პრემიები (2007). დაჯილდოვებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (2024). არის 2 სამეცნ. გამოგონების თანაავტორი (2017, 2003). მონაწილეობა მიიღო სამეცნ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,Глубинное геологическое строение Картли-Кахети по геофизическим данным“ (Инст. геофизики им. М. Нодиа, 2013); ,,მიგარია კირქვულ მასივზე, შურუბუმუს მღვიმის მიდამოებში ჩატარებული გეოფიზიკური გამოკვლევის შედეგები“ (მეცნიერება და ტექნოლოგიები = Science and technologies = Наука и технологии, 2016, N 2 (722); ,,გამოყენებითი სამეცნიერო პროექტი მეწყრების მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემების შესახებ” (თსუ, 2017, N 12); ,,მეწყრების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემის შექმნა“ (მ.ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი, 2018); ,,Сейсмичность и сейсмотектоника. Опыт установления разрывных нарушений и сейсмофокальной зоны по данным землетрясений на примере Большого Кавказа“ (Инст. геофизики им. М.Нодиа, 2019); ,,ხობის წმ. სოფიოს ეკლესიის გალავნის შიდა ტერიტორიის არქეოგეორადიოლოკაციური კვლევის შედეგები” (მოამბე = Bulletin, 2020, ტ. 14, N 4); ,,საპლანეტათაშორისო მაგნიტური ველის სექტორული სტრუქტურა და მისი გავლენა კოსმოსური სხივების ფორბუშ ეფექტებზე“ (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“, 2023); ,,ბეტონის ზედაპირზე ხილული ბზარების სიღრმის კვლევა ულტრაბგერითი მეთოდით“ (მოამბე = Bulletin, 2023. ტ. 17, N 3).