-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოფიზიკოსი
ღელაღუტაშვილი ეთერ
ღელაღუტაშვილი ეთერ (22.XI.1951. ყვარელი), ბიოფიზიკოსი. დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტი, ბიოფიზიკის სპეციალობით (1973); დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია ბიოფიზიკაში(1988); ელ. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტის ბიოლოგიური სისტემის განყ–ების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1998-2010). თსუ–ის ელ. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ–ტის ბიოლოგიური სისტემის განყ–ების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი ნაშრომი. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშ. და ადგილობრივ კონფერენციაში; მიღებული აქვს 4 პატენტი; სამაგისტრო ნაშრომების სამეცნ. ხელმძღვ.; სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი; შეყვანილია საერთაშ. ენციკლოპედიაში Marquis WHO IS WHO.