ღარიბაშვილი ივანე იოსების ძე
ღარიბაშვილი ივანე იოსების ძე

ღარიბაშვილი ივანე იოსების ძე (11.VII.1908, სიღნაღი - 25.V.1989, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1930). იყო ხაშურის რ-ნის საკოლმეურნეო კავშირის საორგანიზაციო-საინსტრუქტორო განყ-ბის გამგე (1931-1933); ხაშურის რ-ნის კოლმეურნეობებში შრომის ორგანიზაციის სექტორის გამგე (1933-1938); საქ. სსრ მიწათმოქმედების სახ. კომისარიატის საქართვ. სოფლის მეურნეობის მომარაგების ინ-ტის რევიზორი (1938-1940); საქართვ. კომუნისტური პარტიის ცენტრ. კომიტეტის მობილიზაციით მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სახ. კომისარიატის ორგანოებში (1940); იყო შინსახკომის, ყვარლის რაიგანყოფილების თანამშრომელი (1940); საქართვ. შინსახკომისა და სახელმწ. უშიშროების სახ. კომისარიატის თანამშრომელი  (1940-1945): გამომძიებელი (1940-1941); უფრ. გამომძიებელი (1942-1944); კადრების განყ-ბის უფრ. (1944-1945); სახელმწ. უშიშროების სამინისტროს გურჯაანის რაიგანყოფილების უფრ. (1945-1948); საქართვ. სახელმწ. უშიშროების სამინისტროს მე-5 განყ-ბის უფროსის მოადგილე (1948-1952); სახელმწ. უშიშროების სამინისტროს თბილ. საოლქო სამმართველოს უფროსის მოადგილე (1952); აჭარის ავტონ. საბჭ. სოციალ. რესპუბლიკის სახელმწ. უშიშროების მინისტრი (1952-1953); ი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც საკავშ. შინაგან საქმეთა და სახელმწ. უშიშროების სამინისტროები გაერთიანდა, ღ. ი. აჭარის ასს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე თვით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა საქ. სსრ შინაგან საქმეთა მინისტრმა ა. ინაურმა იგი ისევ აჭარის ასს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა (1953-1954); იყო   აჭარის ავტონ. რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწ. უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) თავ-რე (1954); საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სუკ-ის თავ–რის მოადგილე (1954-1958); საქ. სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი (1958-1961); ამ პერიოდში იყო საქ. სსრ შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრიც; იყო  ტურიზმისა და ექსკურსიების რესპ. საბჭოს თავ-რე (1962-1972). შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტში მოღვაწეობდა; იყო საქ. სსრ უმაღლ. საბჭოს V მოწვევის (1959-1963) დეპუტატი;  სახელმწ. უშიშროების თანამშრომელი, გენერალ-მაიორი (1958); დაჯილდოებულია ხუთი მედლით. არაერთგზის იყო დაჯილდოებული საპატიო სიგელებით.