ღამბაშიძე ვანდა (ჰოპპე)
ღამბაშიძე ვანდა (ჰოპპე)

ღამბაშიძე ვანდა (ჰოპპე) (1876,  ნიუ-ჯერსი, აშშ-1945, პარიზი), პედაგოგი, იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918). ღ. ვ. ივ. ჯავახიშვილმა მოიწვია ახალდ დაარსებულ უნ-ტში, სადაც იყო  ინგლ. ენის პირველი პედაგოგი (1918-1921) და ინგლ. სალექციო კურსის პროგრამის შემდგენელი. ღ. ვ. ცნობილ ექიმს ვახტანგ ღამბაშძეს გაჰყვა ცოლად და თავდაპირველად, იმერეთში, სოფელ შორაპანში დასახლდა (1897). უმაღლ. სასწ. დაარსებამდე საქართვ. სხვადასხვა ქალაქში მასწავლებლად მუშაობდა და ადგილ. ბავშვებს ეხმარებოდა უცხო ენის (ინგლ., ფრანგ.) შესწავლაში. იყო "წითელი ჯვრის საზოგადოების" კონსტანტინოპოლის განყ-ების ვიცე-პრეზიდენტი (1921-1924). საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის პირველ დღეებში იგი, თავის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად, ტაბახმელასთან ფრონტის წინა ხაზზე იდგა და ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა (16-23. II. 1921).  საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ღ. ვ.-მ, ოჯახთან ერთად, დატოვა საქართვ. და სტამბოლში საქართველოდან დევნილთა დაბინავებისა და მათთვის  პოლიტ. თავშესაფრის გამოძებნის საქმის ხელმძღვანელობდა. შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში (1924), სადაც გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლიტ.: ღამბაშიძე, ვ. (2018). ჩემი თავგადასავალი. თბ., 2018; საქართელოს ეროვნული არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი:   471-1-16, გვ.5.