-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი აღმოსავლეთმცოდნე ასირიოლოგი
ღამბაშიძე მაია გივის ასული (08. V. 1974, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ასირიოლოგი, ხეთოლოგი. დაასრულა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ასირიოლოგიის მიმართულებით (1991-1996); სწავლობდა ალბერტ-ლუდვიგის სახ. უნ-ტში (მაგისტრატურა - გერმანია, ფრაიბურგი, 1995-1996); საარბრუკენის უნ-ტში (გერმანია, 1997); იყო თსუ-ის ასირიოლოგიის კათედრის მაძიებელი (1997-1999); აგრეთვე სწავლობდა ლუდვიგ-მაქსიმილიანის სახ. უნ-ტში (მაგისტრატურა - გერმანია, 2000-2004); ლუდვიგ-მაქსიმილიანის სახ. უნ-ტში (დოქტორანტურა - გერმანია, 2004-2005). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „ხეთური ანალისტიკა“ (2003). ღ. მ. უძღვება შემდეგ სალექციო კურსებს: აქადური ენა 1, 2, 3, 4; მცირე აზიის ისტორია; წინა აზიის დიპლომატია; წინა აზიის სამართალი; ყოველდღიური ყოფა ძველ აღმოსავლეთში; აქადური ტექსტები 1, 2; ხეთური ტექსტები 1, 2; ხეთური რელიგიური ტექსტები; წინა აზიის პალეოგრაფია. ღ. ხ. იყო თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმდინარეობის ასირიოლოგიის კათედრის ლაბორანტი (1996-2004); მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის სახ. უნ-ტის ასირიოლოგიისა და ხეთოლოგიის ინ-ტის თანამშრომელი (გერმანია, 2001-2002); ბავარიის მეცნ. აკად. გრანტით გამოცემული „Reallexikon für Assyriologie (RlA)-ს“ რედაქტორ-თანამშრომელი (გერმანია, 2001-2004); ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ძვ. მსოფლიოს ისტ. განყ-ბის თანამშრომელი (2004-2006); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ასირიოლოგიის კათედრის დოცენტი (2004-2006); „ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზ-ბის“ თავმჯდომარე, დამფუძნებელი (2006-დან); საზ-ბის შრომების (SABC) მთ. რედ.; გამომცემლობა „აკადემიური წიგნი“ (acad.ge, ღამბაშიძეების სტამბა 1884-დან) დამფუძნებელი, მთ. რედ. (2010-დან); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ასირიოლოგიის დეპარტ. ასოცირებული პროფესორი (2006-დან). ღ. მ-ს აქვს მოპოვებული მწერალთა სახლის თარგმანის პროგრამის გრანტი (2023, 2024, 2025) და „ქართველები და გარე სამყარო“ - გამომც. „შემოქმედი ანგელოზის“ გრანტი (2017-2018). არის ასირიოლოგთა, ბიბლიეისტთა და კავკასიოლოგთა საზ-ბის შრომების მთ. რედ. (2006-დან); დავით ბააზოვის საქართვ. ებრაელთა მუზეუმის შრომების სარედაქციო კოლეგიის წევრი; „კავკასიის არქეოლოგია, ეთნოგრაფია“ - კონფერენციის კრებ. სარედაქციო კოლეგიის წევრი (2002-დან). მოპოვებული აქვს DAAD-ის სტიპენდია ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნ-ტში (მიუნხენი, გერმანია, 2009, 2006, 2000, 2001); მიუნხენის უნ-ტის სტიპენდია/გერმანია (ირანის რესპ-ში, 2002); სამეცნ. სტიპენდია საარბრიუკენის უნ-ტში (გერმანია, 1997).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ღამბაშიძე, მ. (2006). ხეთური ანალისტიკა. თბ., უნივერსალი. ღამბაშიძე, მ. (2012). ხეთური დიპლომატია. თბ., ქართული აკადემიური წიგნი, ISBN: 9789941927041; ღამბაშიძე, მ. (თანაავტორი). (2018). ქართველები და გარე სამყარო: (ძვ. წ. XV ს - ახ. წ. III ს.). თბ., შემოქმედი ანგელოზი, ISBN: 9789941800610; ღამბაშიძე, მ. (2024). ძველაღმოსავლური სამეფო წერილები. თბ., აკადემიური წიგნი, ISBN: 9789941990601; ღამბაშიძე, მ. (2024). ალექსანდრე (ალიოშა) სვანიძე - ქართული ასირიოლოგიის სათავეებთან, VITA. აკადემიური წიგნი, ISBN: 9789941993671; ღამბაშიძე, მ. (2025). ხეთური სამეფო დღიურები. თბ., აკადემიური წიგნი.