-
ავტორი
- კატეგორიები: ლიტერატურათმცოდნე ფილოსოფოსი თეოლოგი პროფესორი
ღაღანიძე მერაბ (12.I.1961, ქ. თბილისი) ლიტერატურათმცოდნე, რელიგიისა და კულტურის მკვლევარი, ფილოსოფოსი, თეოლოგი, პროფესორი, ფილოლ. და ფილოს. დოქტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო დიპლომი სულიერი თეოლოგიის სპეციალობით. სწავლობდა თბილ. 47-ე საშ. სკოლაში (1977-მდე). იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტზე. უნ-ტის დამთავრებისთანავე გახდა თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტ-ის კათედრის ასპირანტი (1982). სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნებოდა დ. გურამიშვილის პოეზიას (1988). სამეცნ. და პედ. საქმიანობას ეწეოდა: თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა სახელმწ. ინ-ტში (1984); თსუ-ში (1985-1994); თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1985-1994); დომინიკელთა ორდენის ქრისტ. კულტურის ცენტრში (პრაღა, 1994-1997); კარლოსის უნ-ტში (პრაღა, 1997-2001); თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის უნ-ტში (2002-2004); თსუ-ში (2003-2004); ქრისტ. თეოლ. და კულტურის ცენტრში (2003-2006); შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტში (2004-2006); წმ. თომა აკვინელის პაპის უნ-ტში (რომი, 2005-2008); ილიას სახელმწ. უნ-ტში (2006-2011); თბილ. თავისუფალ უნ-ტში (2011-2021); საქართვ. უნ-ტში (2021). ეკუთვნის 12 წიგნი და 200-ზე მეტი პუბლიკაცია ლიტერატურის, კულტურის და რელიგიის საკითხებზე. მისი რედაქციით გამოდის ქრისტ. თეოლ. და კულტურის ცენტრის და ქართ. წიგნის მხარდაჭერის ფონდის „მემკვიდრეობის“ გამოცემები და ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული „წახნაგი“. არის სხვადასხვა საბჭოს, კომისიისა და სარედაქციო კოლეგიის წევრი.
თხზ.: ღაღანიძე, მ. (2010). ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე: ლიტ. პორტრეტები XVIII-XIX სს. საქ. საზ. და კულტ. ცხოვრების ალბომიდან. თბ., მემკვიდრეობა. ISBN: 978-9941-9106-4-7; ღაღანიძე, მ. (2011). მწერლის ცხოვრება დროში და სიტყვაში: 99 მცირე და ვრცელი ჩანაწერი უცხოელ მწერალთა შესახებ. თბ., მემკვიდრეობა. ISBN: 978-9941-9106-5-4; ღაღანიძე, მ. (თანაავტორი). (2014). განსაკუთრებული საყოველთაოში. თბ., სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი. ISBN: 978-9941-0-7036-5; ღაღანიძე, მ. (2019). აკაკის ფაუსტური პარაბოლა. თბ., ქრისტ. თეოლ. და კულტურის ცენტრი. ISBN: 9789941972126.