-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი
ღაღანიძე მამია იოსების ძე (22.X.1922 - 12.II.2008), ეკონომისტი, მეცნიერი, თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის პროფესორი. სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვიეს სამხ. სამსახურში. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. ლენინგრადის ბლოკადაში იმყოფებოდა 900 დღე. დემობილიზაციის შემდეგ (1947) სწავლა განაგრძო თსუ-ში ვაჭრობის ეკონ. სპეციალობით, რ-იც წარჩინებით დაამთავრა (1952). მუშაობდა საქართვ. ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში, შემდეგ მინისტრთა საბჭოს სახელმწ. საგეგმო კომიტეტში (1952-1961). მუშაობდა უნ-ტში საათობრივი ანაზღაურების წესით (1959-დან), ხოლო შემდეგ კონკურსის წესით აირჩიეს უფრ. მასწავლებლის თანამდებობაზე, სახ. მეურნეობის დაგეგმვის კათედრაზე (1961-დან). იმავდროულად იყო ფაკ-ტის დეკანის მოადგილე დაუსწრებელი სწავლების დარგში (1964-1966). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ახალი ტექნიკის ეკონომიკური ეფექტიანობა და მისი განსაზღვრა კვების მრეწველობაში“. იყო დოცენტი (1966-დან), ვაჭრობისა და მატერიალურ-ტექნ. მომარაგების კათედრის გამგე (1973-დან) და პროფესორი (1978-დან). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ტერიტორიული ორგანიზაცია და დაგეგმვა და მათი სრულყოფის გზები საქართველოს მაგალითზე“ (1973). დაჯილდოებული იყო საპატიო ჯილდოებით.
თხზ.:ღაღანიძე, მ. (1959). ტექნიკური პროგრესის სახალხო მეურნეობრივი მნიშვნელობა სოციალისტურ მრეწველობაში. თბ., საბჭ. საქართვ.; ღაღანიძე, მ. (1963). ახალი ტექნიკის ეკონომიკური ეფექტიანობა და მისი განსაზღვრა კვების მრეწველობაში. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ღაღანიძე, მ. (1964). მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება და მისი სრულყოფის ამოცანები მოკავშირე რესპუბლიკაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ღაღანიძე, მ. (1968). საქართველოს სსრ-ში მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სრულყოფის ზოგიერთი საკითხი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ღაღანიძე, მ. (1976). მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სახალხომეურნეობრივი დაგეგმვის საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ღაღანიძე, მ. (1985). მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მართვისა და დაგეგმვის პრობლემები თანამედროვე ეტაპზე. თბ., ცოდნა.