ღაღანიძე გიორგი მამიას ძე
ღაღანიძე გიორგი მამიას ძე

ღაღანიძე გიორგი მამიას ძე (22.V.1964, თბილისი), ეკონომისტი, თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის პროფესორი, მეცნ. დოქტორი და კათედრის ხელმძღვ. წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის ვაჭრობის ეკონომ. და ორგანიზაციის ფაკ-ტი მატერიალურ ტექ. მომარაგების ეკონომ. და ორგანიზაციის სპეციალობით (1981-1986). იყო მართვის ინ–ტის მკვლევარი (1986-1991). ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკურ ინ–ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების პროდუქციის ვაჭრობის პროგრესული ფორმების განვითარება (საქართველოს მაგალითზე)“ (1990). იყო თსუ–ის ეკონ.  და  ბიზნესის ფაკ-ტის  დოცენტი  (1986-1994). მუშაობდა: სახ. მეურნეობის მართვის ინ–ტში მეცნიერ თანამშრომლად (1986-1994), თბილ. ეკონომიკურ ურთიერთობათა სახ. ინ–ტში რექტორის მოადგილედ (1994-1999), გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორად, ქართ. მხარის დირექტორად, ანალიტიკოსად, პროექტის კოორდინატორად, დირექტორის მოადგილედ, აღმასრ. დირექტორად (1994-2006).  იყო: ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის სრული პროფესორი (2007-2010); თბილ. ეკონომიკურ ურთიერთობათა უნ-ტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2009-2010);  კავკასიის ბიზნეს-სკოლის მოწვეული პროფესორი (2010-2012); თსუ–ის პროფესორი, ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2011-2012), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანი და გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვ. ღ. გ. აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. მისი სტატიები ქვეყნდება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე საქართვ. და საზღვარგარეთის ქვეყნებში. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნ. სტატია.

თხზ.: ღაღანიძე, გ. (2011). საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდის ალტერნატივა: დივერსიფიკაცია თუ კონცენტრაცია. ეკონომიკა და ბიზნესი  №5, გვ.91–102. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ღაღანიძე, გ. (2015). საქართველოს საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია ევროკავშირის ბაზარზე. ეკონომიკა და ბიზნესი=Economics and Business ტ. VII, №4  გვ.113-120. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ღაღანიძე, გ. (2015). საექსპორტო პოტენციალი და კონკურენტული უპირატესობა. ეკონომიკა და ბიზნესი=Economics and Business  №3, გვ.91–99. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ღაღანიძე, გ. (2019). ექსპორტის ზრდა:ახალი საექსპორტო პროდუქციის შექმნის აუცილებლობა. გლობალიზაცია და ბიზნესი = Globalization & business №7 გვ. 24–31. თბ., ევროპის უნ–ტის გამ–ბა.