გეწაძე როსტომ
გეწაძე როსტომ

გეწაძე როსტომ დავითის ძე (05.I.1954,  ლენტეხი).  მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი , ფიზ.-მათ მეცნ. დოქტორი (1989) დაამთავრა: კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა ოქროს მედლით (1971),  თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1971 -1976), ფიზ.-მათ მეცნ. კანდიდატი (1978). მუშაობდა:  თსუ-ის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრაზე დოცენტად (1979-1996) და სრულ პროფესორად (1992 – 1996). მოღვაწეობს საზღვარგარეთ უნ-ტებში, მათ შორის: სამხრეთ კაროლინის უნ-ტში (აშშ, 1996-1997, 1998-1999 ) და შვედეთის სამეფოს უნ-ტებში, მათ შორის: უმეოს უნ-ტში (1997–1998, 1999-2007 და 2010-2011), უფსალას უნ-ტში (2009-2010, 2012-2013). ის კითხულობს ლექციებს სტოკჰოლმის სამეფო ტექნ. ინ-ტში და უფსალას უნ-ტში (2014-2025). ის დღემდე ეწევა აქტიურ სამეცნ. მუშაობას და აქვეყნებს სამეცნ. ნაშრომებს საერთაშ. მათ. ჟურნ.-ებში. მის სამეცნ. ნაშრომებში შესწავლილია კლასიკური და ზოგადი ორთოგონალური ფურიეს მწკრივების კრებადობისა და განშლადობის ზოგიერთი საკითხი. არის შოთა რუსთაველის ეროვნ. ფონდის სამეცნ. 2 გრანტის ხელმზღვ. (2018-2021,  2012-2015) თხზ.: Getsadze, R. (2005).  The  Sets Of Convergence in Measure  of Multiple Orthogonal Fourier Series.   J. London Math. Soc. (2) 72, 239-257; Getsadze, R. (2006).  Divergence of Spherical  General Terms of  Double Fourier Series, The Journal of Fourier Analysis and Applications, 102 (5),  597-604; Getsadze, R. (2022).  On  Subsequences of Lebesgue  Functions of General Uniformly Bounded ONS, Journal d'Analyse Mathematique,  147, no. 1, 255-270.