-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი
გეწაძე დავით ოქროპირის ძე (28. VIII. 1917, ქ. ზესტაფონი-29. VII. 1979), ენათმეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა ქუთ. პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1948). მუშაობდა ქუთაისის პედ. ინ-ტში (1948-1968), თსუ-ში ახ. ქართ. ენის კათედრაზე (1968-დან). დაასრულა ასპირანტურა (1952). გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971). მისი სამეცნ. ნაშრომები ეძღვნება ძვ. ქართ. ზმნის სისტემას, მწერლის ენასა და სტილს, ცალკეულ გრამატიკულ კატეგორიათა წარმოების თავისებურებებს, ქართ. ენის სწავლების ფორმებსა და მეთოდებს. იგი იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. მას მიღებული აქვს საბრძოლო ორდენები და მედლები.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გეწაძე, დ. (1953). მესამე პირის სუბიექტის ნიშანი-დ ძველ ქართულში; გეწაძე, დ. (1962). ქართული ენა: ლექსიკოლოგიისა და სემასიოლოგიის პრაქტიკუმი. ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის სტ; გეწაძე, დ. (1976). ძირითადი ფონეტიკური პროცესები სულხან-საბა ორბელიანის ენაში, კრ.: ენათმეცნიერება, თსუ შრომები, ტ. 174.