-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გერლიანი ნანა ეგნატეს ასული (24.II.1946, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. მუშაობდა ზოგადი ფიზიკის კათედრაზე ლაბორანტად პროფ. ალეკო იშხნელის ხელმძღვანელობით (1969-1971) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად ბირთვული ფიზიკის კათედრაზე (1984-2004). იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნ.-კვლ. ექსპერიმენტებში, რ-იც სრულდებოდა დოცენტ შოთა გელაშვილის ხელმძღვანელობით თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრის, გეოფიზიკის კათედრისა და მცხეთის ბირთვული რეაქტორის ბაზებზე. აღნიშნული კვლევითი სამუშაოები წარმოებდა ყაზანის სახელმწ. უნ-ტისა და მოსკოვის ბირთვული ქიმიის ინ-ტის დაკვეთით. ექსპერიმენტების დროს კვლევებს ექვემდებარებოდა თათრეთის ავტონ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილებიდან ამოღებული კოლექტორული დანალექი ქანების ნიმუშები, შეისწავლებოდა ქანების მაგნ. თვისებების ცვლილებები ბირთვული დასხივების პირობებში ექსპოზიციის დროის ფართო დიაპაზონში. კვლევითი სამუშაოების შედეგები აისახა სამეცნ.-კვლ. სამუშაოების ანგარიშებში, რ-იც დამკვეთი ორგანიზაციების კუთვნილებაა. არის 10-მდე სამეც. ნაშრომის ავტორი.