-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გერასიმოვი ალექსანდრე ბორისის ძე (26.IV.1936, თბილ.-14.IX.2019, თბილ.). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1959). იყო თსუ-ის ასპირანტი (1959-1962); თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1962-1965); ნახევრადგამტარულ ხელსაწყოთა სამეცნ. კვლ. ინ-ტის ლაბორ-ის გამგე (1965-1976); სამეცნ.-კვლ. ინ-ტის "მიონის" (ქარხნით) დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში და მთ. ინჟინერი (1997-2003); საქართვ. პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნებათაშორის საკითხებში (1976-1982); თსუ-ის ნახევარგამტარული მიკროელექტრონიკის კათედრის გამგე, ნახევარგამტარული მიკროელექტორინიკის ფიზ. საფუძვლების სამეცნ. კვლ. ლაბორ-იის ხელმძღვ. (1982-2006); Gerasimov research Lab, Seattle, თბილ. ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი (2006-2010); საქართვ. ტექ. უნ-ტის ფიზიკის დეპარტ. თანამშრომელი (2010 -დან). გამოქვეყნებული აქვს 232 სამეცნ. სტატია, 2 მონოგრაფია, არის 9 პატენტისა და 1 სამეცნ. აღმოჩენის ავტორი. ფიზ.-მათ. დოქტორი, პროფესორი. ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემაზე - "რადიაციული დეფექტების გამოკვლევა T=77K-ზე ჩქარი ელექტრონებით და გამა-კვანტებით გასხივებულ გერმანიუმში". მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემაზე: "წერტილოვანი დეფექტების მიგრაციის და ურთიერთქმედების მექანიზმი არამეტალური მასალების რადიაციულ ფიზიკაში"(1989). იყო საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. და საქართვ. საინჟინრო აკადემიის წევრი. მიღებული აქვს ილია ვეკუას სახ. პრემია (2005), აშშ-ის ფიზ. საზოგადოების ჯილდო (1993).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გერასიმოვი ა. (2009). ნანოტექნოლოგიის საწყისები. სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 9789941011054