გეომორფოლოგიის კათედრა
გეომორფოლოგიის კათედრა

გემორფოლოგიის კათედრა. თსუ-ის ფიზიკურ-გეოგრ. კათედრის ბაზაზე დაარსდა გეომორფოლოგიის კათედრა (1936), რ-საც თითქმის 40 წელი სათავეში ედგა პროფ. ალექსანდრე ჯავახიშვილი (1973-მდე). კათედრის ჩამოყალიბებამ დასაბამი მისცა გეომორფოლოგიის სპეციალობის გახსნას. II მსოფლიო ომის პერიოდში კადრების სიმცირისა და შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობის გამო კარტოგრაფია-გეოდეზიის კა­ბი­ნე­ტის სტატუსით, მას შეუერთდა ტოპოგრაფია-გეოდეზიის კათედრა (1943-1972). ეს მდგომარეობა გარკვეული პერიოდი შენარჩუნდა (1972-მდე); შემდეგ კათედრა გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრად გადაკეთდა (1992-დან); იგი შეუერთდა კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრას (2006-დან) და ამჟამად ატარებს გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის სახელს.  სხვადასხვა დროს კათედრის ხელმძღ. იყო: პროფ. შოთა ცხოვრებაშვილი (1970-1981), ზ. ტინტილოზოვი/ტატაშიძე (1982-2004), პროფ. რ. გობეჯიშვილი (2004-2015). ამჟამად გემორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრას ხელმძღ. არის პროფ. დ. ნიკოლაიშვილი. კათედრაზე აგრეთვე მოღვაწეობენ: ასოცირებული პროფ. თ. გორდეზიანი, ასისტენტ პროფესორები გ. დვალაშვილი და გ. გაფრინდაშვილი. გეომორფოლოგიის კათედრაზე ხანგრძლივ პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას ეწეოდნენ პროფ.:  ჯ. მესხია და ა. კიკნაძე; დოცენტები: თ. ნოზაძე; გეოგრ. მეცნ. დოქტორები: დ. ტაბიძე, ე. წერეთელი; მასწავლებლები: ჯ. ხარიტონაშვილი, ვ. ლეჟავა და მრავალი სხვა. კათედრაზე ფუნქციონირებდა დედამიწის დისტანციური ზონდირების სასწ.-სამეცნ. ცენტრი (2033-მდე), სადაც განთავსებული იყო კოსმ. ინფორმაციის მიმღები რადიოელექტრონული სისტემები. ცენტრის ხელმძღვ. იყო პროფ. გ. აბულაძე.

ლიტ.: ბოლაშვილი ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640.