გეოინფორმაციული საშუალებების (გის) ლაბორატორია
გეოინფორმაციული საშუალებების (გის) ლაბორატორია

გეოინფორმაციული საშუალებები (გის) ლაბორატორია. თსუ-ში მოქმედი გეოინფორმაციული საშუალებების (GIS) ლაბორატორია წარმოადგენს საგანმან. და კვლევით ერთეულს, რომლის მიზანია სივრცითი მონაცემების ანალიზის, კარტ. მოდელირების და გის ტექ-ის გამოყენების ინ–ტის განვითარება. ლაბორატორია უზრუნველყოფს GIS–პროგრამული პაკეტებით მუშაობის პრაქტიკულ სწავლებას, სივრცითი მონაცემთა დამუშავებას, მოდელირებასა და ვიზუალიზაციას. გის  ტექნოლოგიის განვითარება და სივრცითი ანალიტიკის მნიშვნელობის ზრდა XX სს-ს ბოლოსა და XXI სს-ის დასაწყისში გახდა საფუძველი იმისთვის, რომ თსუ-მ დაიწყოს გის-პლატფორმებზე დაფუძნებული კვლევისა და სწავლების სისტემის განვითარება. ამ მიზნით, თსუ-ში შეიქმნა გეოინფორმაციული საშუალებების (GIS) ლაბორატორია, რ–იც წარმოადგენს სივრცითი მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ვიზუალიზაციისთვის საჭირო თანამედროვე ტექნ. და კვლევითი ინფრასტრუქტურის ერთიან საგანმან. ცენტრს. ლაბორ. ძირითადი ფუნქციები: სივრცითი მონაცემების შეგროვება და დამუშავება, GIS ლაბ-ია ახორციელებს მრავალმხრივ კვლევებს, რ-ებიც მოიცავს გეოგრაფიულ, სოც-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ინფორმაციებს, რითაც განაპირობებს კვლევების სიზუსტეს და კომპლექსურობას. ლაბორატორია თანამშრომლობს სხვადასხვა სამეცნ. მიმართულებებთან, მათ შორის სოციალურ მეცნიერებებთან, პოლიტიკურ მეცნიერებებთან, გარემოს დაცვისა და ურბანისტიკის სფეროებში, რაც ხელს უწყობს სივრცითი ანალიზის ინოვაციურ მეთოდებს. ლაბორატორია მონაწილეობს როგორც ეროვნ., ისე საერთაშ. კვლევით პროექტებში, რ-ებიც მოიცავს მონაცემთა ვიზუალიზაციას, პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე სივრცითი გავლენების შეფასებას, ასევე სამოქალაქო სერვისების ოპტიმიზაციას. გის ლაბორატორია უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მკვლევარების პრაქტიკულ ტრენინგებს გეოინფორმაციული სისტემების გამოყენების სფეროში, ხელს უწყობს სპეციალიზირებულ სასწ. პროგრამებს და კურსებს. ლაბორატრორია ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ინოვაციებს თსუ-ში, რაც აძლიერებს სამეცნ. პოტენციალს და პრაქტიკულ უნარებს.