-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
გეოგრაფიის მუზეუმი, დაარსდა თსუ-ში ჩატარებულ ლანდშაფტმცოდნეობის III საკავშ. კონფერენციასთან დაკავშირებით, რ-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავ-რე იყო თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად., პროფ. ალექსანდრე ჯავახიშვილი (1958). გამოფენა მოეწყო თსუ-ის მაშინდელ პირველ კორპუსში, გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის დერეფანში, სადაც გამოფენილი იყო ქართვ. გეოგრთა სამეცნ. ნაშრომების, რუკების, ფოტოსურათებისა და სხვადასხვა სამუზეუმო ნამუშევრების გამოფენა. საგამოფენო ექსპონატების მრავალფეროვნებისა და საყოველთაო ინტერესის გამო გადაწყდა დაარსებულიყო გეოგრ. მუზეუმი, რ-ის დირექტორი იმთავითვე გახდა გრიგოლ კობიაშვილი. მოგვიანებით თსუ-ის გეოგრაფიის მუზეუმი მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საგამოფენო ექსპონატით გამდიდრდა. დღეს იგი საკმაოდ მდიდარი კოლექციითაა წარმოდგენილი, რ-საც არა მარტო წმინდა სამეცნ., არამედ სამეცნ.-პოპულ. მნიშვნელობაც აქვს. მეტად მდიდარია გეოგრაფიის მუზეუმის კარტოგრაფიული ფონდი, სადაც დაცულია ძველი კარტოგრაფიული ნამუშევრები-მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის, კავკასიისა და საქართვ. ზოგადგეოგრ. და თემატური რუკები, ფიზიოგრაფიული რუკები, სქემები, ბლოკდიაგრამები, გლობუსები. ეს უნიკალური კარტოგრაფიული ნაწარმოებები მეტად ღირებულია არაერთი საკითხის შესწავლის მიზნით, როგორიცაა სახელმწიფო საზღვრების ტრანსფორმაციები, ძვ. გეოგრ. სახელწოდებები, განსახლების არეალებისა და ტერიტორიის ანთროპოგენური ტრანსფორმაციის დადგენა, ისტ. საქართვ. არქიტ. ძეგლებისა და დასახლებული პუნქტების ლოკალიზაცია და მრავალი სხვა: 1. სულხან-საბა ორბელიანისეული, ნიუნბერგში გერმ. ენაზე გამოც. მსოფლიოს ატლასი, რ-იც საბას ევროპაში მოგზაურობიდან ჩამოუტანია. გაფორმებისა და შესრულების სტილით გამორჩეულია ატლასი, რ-იც იმ დროისათვის მაღალ მეცნ. დონეზეა შესრულებული. ატლასის ზომებია 32 X 45 სმ და მოიცავს 67 დასახელების რუკას. ატლასის ფურცლებმზე მისივე ხელით, წითელი მელნით შესრულებული მინაწერებია (1711); 2. ალ. ჯავახიშვილის თაოსნობით დაკომპლექტებული საქართვ. და მისი მეზობელი ტერიტორიების ატლასები, სადაც წარმოდგენილია XIX საუკუნის II ნახევრისა და XX ს-ის I ნახევრის რუკათა კოლექცია, შედგენილი ძველ რუსულ საზომ ერთეულში-ვერსის სისტემაში (ე.წ. ,,ვერსტოვკები"), აქვე ინახება პროფ. ალ. ჯავახიშვილის ინიციატივით შედგენილი კავკასიისა და მისი ცალკეული მხარეების რელიეფური რუკები; 3. ქართველ გეოგრაფთა მიერ შედგენილი სხვადასხვა თემატიკის რუკები – გეომორფოლოგიური, კლიმატური, ნიადაგების, მცენარეული საფარის, მეურნეობის, ტურისტული და მრავალი სხვა, რ-ებიც აღწერენ საქართვე. იმდროინდელ ბუნებრივ გარემოსა და საზოგადოებრივ ყოფას; 4. გამოჩენილი ქართვ. და უცხოელი გეოგრაფებისა და ალპინისტების – პროფ. გიორგი ნიკოლაძის, პროფ. ალექსანდრე დიდებულიძის, ალექსანდრე და სიმონ ჯაფარიძეების და სხვათა პორტრეტები, მრავალი სხვა მეცნ. და სასწ. თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ექსპონატი; 5. ქართვ. მხატვრების მიერ ნატურიდან შესრულებული ფერწერული ტილოები, რ-ებიც თვალნათლივ ასახავენ საქართველოს ბუნებასა და საზოგადოებრივ ყოფას; 6. დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების უნიკალურ ფონდი. ფოტოებმა შემოინახეს საქართვ. და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბუნებისა და საზ-ებრივი ყოფის ამსახველი კადრები – ქალაქები, პორტები, არქიტექტურული ძეგლები, ბუნების პეიზაჟები. ფოტოებს უდიდესი სამეცნ., სასწ.-შემეცნებითი და მხატვრული ღირებულება აქვს (1880); 7. სტერეოფოტოები, მინასა და ფირებზე დამზადებული ფოტონეგატივები. ფოტოებსა და ფირზე აღბეჭდილი ისტ., ეთნოგრ. და გეოგრ. ინფორმაცია დღეს ფასდაუდებელია ისტორიის, ეთნოლოგიის, ხელოვნების, ბუნებისა და სხვა დარგის მკვლევართათვის და მრავალი სხვა. გეოგრ. მუზეუმში მოეწყო არაერთი გამოფენა: აკად. ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისადმი მიძღვნილი გეოგრაფიულ ექსპონატთა გამოფენა (2013); „საქართველოს მყინვარები“ (20 13); აკად. ალექსანდრე ასლანიკასვილის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი ხელნაწერ რუკათა გამოფენა (2015); ფოტოგამოფენა „თბილისის მდინარეები“, 2017; ალაზნის გაღმა საქართველოში – ინგილოური ქსოვის ნიმუშები, 2019 და სხვ.
ლიტ.: ბოლაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640.