გეოფიზიკის კათედრა
გეოფიზიკის კათედრა

გეოფიზიკის კათედრა (1933-2006), გეოფიზიკის კათედრის გამგეები იყვნენ: პროფ. მ. ნოდია, აკად. ბ. ბალავაძე, პროფ. ზ. ხვედელიძე. პროფ. მ. ნოდიას გამოკვლევებმა დედამიწის მაგნეტიზმის დარგში საერთაშ. აღიარება მოიპოვა. აღსანიშნავია შრომები ჰავის კლიმატის პრობლემებზე (ი. ქურდიანი, მ. ჩხეტია), სასარგებლო წიაღისეულის ძიების გრავიმეტრიული მეთოდების დანერგვის, კავკასიაში და მიმდებარე ზღვების დედამიწის ქერქის აგებულებისა და ზედა მანტიის შესწავლის საკითხებში (აკად. ბ. ბალავაძე). აღიარება მოიპოვა პროფ. ზ. ხვედელიძის შრომებმა ატმოსფეროს ქვედა ფენებში მიმდინარე პროცესებზე დედამიწის რელიეფისა და კორიოლისის ძალის ცვლილების ერთდროული გავლენის შესწავლის შესახებ, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზის თვალსაზრისით.