გეოფიზიკის ინსტიტუტი
გეოფიზიკის ინსტიტუტი

გეოფიზიკის ინსტიტუტი (1.XI.1933), სსრკ მეცნ. აკად. განკარგულების საფუძველზე, საქართვ. მთავრობის გადაწყვეტილებით დაარსდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი გეოფიზიკის ინ-ტი, რ-იც იყო კავკასიის მთ. ფიზ. ობსერვატორიის მემკვიდრე (26.X.1933). სხვადასხვა წლებში ინ-ტს ხელმძღვანელობდნენ:პ. ნიკიფოროვი (1933-1939); მ. ნოდია (1939-1943); მ. მირიანაშვილი (1943-1950); ბ. ბალავაძე (1950-1953;1972-1987); ალ. ბუხნიკაშვილი (1953-1972); მ. ალექსიძე (1987-1992); თ. ჭელიძე (1992-2006); ნ. ღლონტი (2006-2023); ნ. ვარამაშვილი (2024-დან). გეოფიზიკის ინ-ტი იყო ჯერ საქართვ. სსრ მეცნ. აკად. შემადგენლობაში (1941-დან), ხოლოშემდეგ კი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის დაქვემდებარებაში (2010-დან). ინ-ტს მიენიჭა გამოჩენილი მეცნიერის, საქართვ. სსრ მეცნიერების დამს. მოღვაწის, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის, პროფესორ მ. ნოდიას სახელი. სწორედ მასთან არის დაკავშირებული საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების დაარსება და განვითარება (1992-დან).