გენშერი ჰანს-დიტრიხ
გენშერი ჰანს-დიტრიხ

გენშერჰანს-დიტრიხ  (Genscher Hans-Dietrich, 21. III. 1927, ჰალე - 31. III. 2016, ვახტბერგ-პეხი), გერმანელ პოლიტიკოსს, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს,   მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (04.05.1998).

გ. ჰ. აქტიურად ჩაერთო სამხ. საქმიანობაში, მსახურობდა ჰარცში (1943). 17 წლის ასაკში, ნაციონალ–სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი გახდა (1944). ფრიდრიხ ნიცშეს სახ. გიმნაზიაში სწავლობდა (1945), ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერისა და ლაიფციგის უნ-ტებში შეისწავლა სამართალმცოდნეობა და საერთაშ. ეკონომიკა (1946-1949). წარმატებით ჩააბარა პირველი  სახელმწ. იურიდ. გამოცდა (1949). იგი უმაღ. საოლქო სასამართლოს იურიდ. ცენტრის სტაჟიორად მუშაობდა (1952), შემდეგ დასავლეთ ბერლინში გადავიდა, სადაც  ბრემენის უმაღლეს საოლქო სასამართლოში სტაჟიორი იყო (20.08.1952). ჰამბურგში წარმატებით ჩააბარა მეორე სახელმწ. იურიდ. გამოცდა (1954) და სამართალმცოდნეობის ასესორად და ადვოკატად მუშაობდა სპეციალიზებულ კომერციულ და საგადასახადო იურიდიულ ფირმაში (1956).

გ. ჰ.-ს შინაგან საქმეთა მინისტრის (1969-1974), ხოლო შემდეგ გერმანიის ფედერ. რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა მინისტრის  თანამდებობა ეკავა (1974-1992). იგი საგარეო პოლიტიკის გერმ. საზ-ბის პრეზიდენტი იყო (2001-2003).

გ. ჰ. ბერლინის თავისუფალი უნ-ტის ოტო ზურის სახ. პოლიტიკურ მეცნ. ინ-ტის საპატიო პროფესორად აირჩიეს. იგი არის გერმანიის ფედერ. რესპუბლიკის  უმაღ. სახელმწ. ჯილდოსა (1973) და ევრ. კულტურის ჯილდოს მფლობელი (2015).