-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ისტორიკოსი
გელოვანი ნანი არჩილის ასული (08. III. 1961, გურჯაანი), აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, პროფესორი; დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1983) და საქართვ. ღია ჰუმანიტარული უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი სამართლისმცოდნის კვალიფიკაციით (1995). გ. ნ. იყო ისტორიის მეცნ. კანდ., საკანდიდატო ნაშრომია: „არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიის ურთიერთობის ისტორიიდან ომაიანთა ხანაში (661-750 წწ.)“ (1991); ისტორიის მეცნ. დოქტორი, თემა: „ქალის ადგილი და როლი VII-X სს. მუსლიმურ საზოგადოებაში“ (2005); თსუ-ის დოცენტი (2001); გიორგი წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შუა სს ისტ. განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1986-1992); მეცნიერ-თანამშრომელი (1992-1996); მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1996-2007) და მკვლევარი (2007-2011); თბილ. აზიისა და აფრიკის ინ-ტის დოცენტი (1992-2005) და პროფესორი (2005-2007) ხელშეკრულების წესით; თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტის დოცენტი (1992-1994); საქართვ. ღია ჰუმანიტარული უნ-ტის პროფესორი და პრორექტორი (1993-2005); თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის აღმოსავლეთის ისტ. კათედრის უფ. მასწავლებელი და დოცენტი (1992-2005) და პროფესორი (2005-2006), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების აღმოსავლეთის ისტ. კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2021) და პროფესორი (2021-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის აღმოსავლეთის ისტ. კათედრის ხელმძღვ. (2021-დან); თსუ-ის სენატის წევრი (2010-2018); არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი: „ისლამური ფაქტორი საუდის არაბეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში: მსოფლიო ისტორია“ (საისტორიო ძიებანი, 2008, ტ. 10-11); „ქალი და დიპლომატია ადრეულ ისლამში“ (პერსპექტივა-XXI, 2008,N 9); „ამიერკავკასიის მუფთი ჰუსეინ ეფენდი გაიბოვი“ (აღმოსავლეთმცოდნეობა, 2022, N 11); „არამუსლიმთა სამართლებრივი სტატუსი არაბთა სახალიფოში“ (აღმოსავლეთმცოდნეობა, 2024, N 13); „შაჰსეი-ვაჰსეი და საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკა 1920-1930-იანი წლების საქართველოში“ (აღმოსავლეთმცოდნეობა, 2025, N 14). მიღებული აქვს ირანის ისლამური რესპ. წლის წიგნის საერთაშ. პრემია, მონოგრაფიისათვის-„თბილისის მუსლიმური თემი: (1801-1917)“ (2023).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გელოვანი, ნ. (2005). ქალი ისლამში: (VII-X სს.). თბ., უნივერსალი, ISBN: 999403247; გელოვანი, ნ. (2008). თანამედროვე არაბული ქვეყნები. თბ., უნივერსალი. ISBN: 9789941124624; გელოვანი, ნ. (თანაავტორი). (2009). ისლამი: (რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია). თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941131028; გელოვანი, ნ. (თანაავტორი). (2011). ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან: (XIX ს.-XXI ს.-ის დასაწყისი). თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტი. ISBN: 9789941180705; გელოვანი, ნ. (2018). ქალი ისლამში: (X-XVI სს.). თბ., აკადემიური წიგნი, ISBN: 9789941957499; გელოვანი, ნ. (2021). თბილისის მუსლიმური თემი: (1801-1917). თბ., კოლორი, ISBN: 9789941833359; გელოვანი, ნ. (2024). შარიათი: ისტორია, დოგმატიკა, სამართალი. თბ., ფავორტი სტილი. ISBN: 9789941863462.