გელოვანი აკაკი
გელოვანი აკაკი

გელოვანი აკაკი  (28.III. 1923, ლალხორალი, საქ. სსრ-1996), ქართვ. მწერალი და მთარგმნელი. გ. ა.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფა-ტი. მან თავისი პირველი წიგნი — ჰაინრიხ ჰაინეს „რჩეული ლირიკის“ თარგმანი გამოსცა (1954 ).  გ. ა.-ს  ეკუთვნის ლექსები: კრებ. „სვანური ბალადები“, (1963), „ეპიგრამები“, (1966), მის მიერ შექმნილი რომანები და მოთხრობებია: „დაფერფლილი დიდება“, (1961); „შოპენის გული“, (1961); „სვეტი ნათლისა“, (1965); „თეთნულდაი“, (1971); „სვანეთის თეთრი ქუდი“, (1976) და სხვა. გ. ა.-მ ასევე თარგმნა გოეთეს,  ფრიდრიხ შილერის, ჰაინრიხ ჰაინეს, ჰენრიკ იბსენის, შტეფან ცვაიგის, ანდრეას გრიფიუსის, აპოლონიოს როდოსელის და სხვათა თხზულებები. გ. ა.-ის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში.

ლიტ.: გელოვანი აკაკი. (1978).  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., გვ. 38.