-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი მხატვარი ასისტენტ-პროფესორი
გელეიშვილი ლელა ვახტანგის ასული (06.VI.1962, თბილისი), მხატვარი. ასისტენტ პროფესორი, დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. სახვითი ხელოვნ. ფაკ-ტი (1986). საქართვ. მხატვართა კავშირის წევრი (1986). ხელოვან ქალთა საერთაშ. ასოციაციის „Femin & Art“ საქართვ. ფილიალის დირექტორი (2011). სლოვაკეთის საერთაშ. სახელოვნებო ასოციაციაციის „Painted Equator Gallery“ ელჩი საქართველოში (2016). საფრანგეთის საერთაშ. ხელოვნ. აკად. წევრი საქართველოში (Mondial Art Academia, 2017). იყო თსუ-ის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნ. კათედრის მასწავლებელი (1986-1999), თსუ-ის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნ. კათედრის უფრ. მასწავლებელი (1999-2004); დოცენტი (2004-2006); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სახვითი ხელოვნ. მასწავლებელი (2004-2024); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ პროფესორი (2025). ჰქონდა პერსონალური გამოფენები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ: თბილ. ხელოვნების საერთაშ. ცენტრში, ჯანაშიას სახ. მუზეუმში (1998); გალერეა „ჰობიში“ გამოფენა-პროექტი „დასავლეთი და აღმოსავლეთი — მზერა კავკასიიდან“ (2001); გალერეა „უნივერსში“ (2002); „ახალ გალერეაში“ (2002); „ბაია გალერეაში“ (2004); თბილ. სტრატეგიისა და კვლევის საერთაშ. ფონდში (2006); თბილ. თოჯინების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში (2009); ჰქონდა პერსონალური გამოფენა (პროექტის ავტორი), რ-იც იყო დაფინანსებული სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ, “City Of Dreams” , ჩელსი გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი (2010 მაისი-ივნისი). უნ-ტის საგამოფენო დარბაზში (2012); გალერეაში „ანტიგონე“ (ანკარა, თურქეთი, 2012, 24-9/12); გალერეაში „აფროდისიასი“ (იზმირი, თურქეთი, 2014); მერსინში (თურქეთი, 2015); თსუ-ის საგამოფენო დარბაზში (2018); სნინაში, სლოვაკეთში, მერიის მუნიციპალიტეტის სასახლის საგამოფენო დარბაზში (2018); ბრატისლავაში, სლოვაკეთში, ა. სმოლაკის გალერეაში (2019); სნინაში, სლოვაკეთში, მუზეუმების დღისადმი მიძღვნილ პერსონალურ გამოფენაზე (2024), არტგალერა „ვაკეში“ (2024). მონაწილეობა მიიღო 150-მდე ჯგუფურ გამოფენაში, ვორქშოპსა და პლენერში საზღვარგარეთ და საქართველოში (1984-2025); იყო თურქ. და ქართ. კულტ. ერთობლივი საერთაშ. სიმპოზიუმების, ვორკშოპებისა და გამოფენების ორგანიზატორი და კურატორი. მუშაობდა თსუ-ის ვიზუალური ხელოვნ. ინ-ტში (2016-2024); იყო თსუ-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშ. სიმპოზიუმის „განათლება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სფეროში - ტრადიცია და თანამედროვე პრობლემატიკა“ სიმპოზიუმის კოორდინატორი თსუ-ში (2018); თსუ-ის ვიზუალური ხელოვნ. ინ-ტის მიერ ჩატარებული I საერთაშ. სიმპოზიუმის „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ გამოფენისა და ვორკშოპის ორგანიზატორი (მიეძღვნა დ. კაკაბაძის 135-ე წლისთავს, 2024); თსუ-ის ვიზუალური ხელოვნ. ინ-ტის მიერ ჩატარებული I საერთაშ. სიმპოზიუმის „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ გამოფენისა და ვორკშოპის ორგანიზატორი (მიეძღვნა ი. ფარჯიანის 75-ე წლისთავს, 2025); კარლო ბოს უნ-ტის მიერ ორგანიზებული ურბინოს ტრადიციულ საერთაშ. სახელოვნებო ფესტივალში 5-ჯერ თსუ-ის სახვითი ხელოვნ. სტუდენტების მონაწილეობის ორგანიზატორი და ჯგუფის ხელმღვ. (2021-2025).
თხზ.: გელეიშვილი, ლ. (2018). Paintingz from the square of Muses. ISBN9788089664931; გელეიშვილი, ლ. (2021). Urbinoaquarello-2021 “Raffaello”. Italia. ISBN 9788894564501; გელეიშვილი, ლ. (2023). Urbinoaquarello-2023 “A cultural gift og Humanitu”. Italia. ISBN 9788894564525;. გელეიშვილი, ლ. (2024). „Niebo w zieleni” Lagow. CLD-42340638; გელეიშვილი, ლ. (2024). Urbinoaquarello-2024 “In search of Wander”. Italia. ISBN 9788894564532; გელეიშვილი, ლ. (2025). Urbinoaquarello-2025 ”Out of Limbo”. Italia. ISBN 9788894564549; გელეიშვილი, ლ. (2025). ლელა გელეიშვილის მხატვრობა. თბ., ნეკერი. ISBN 9789941479144.