გელაშვილი სიმონ გიორგის ძე
გელაშვილი სიმონ გიორგის ძე

გელაშვილი სიმონ გიორგის ძე (15.II.1954, ახალგორი), ეკონომისტი, თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის სტატისტიკის კათედრის პროფესორი და ხელმძღვ. წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის ეკონ. ფაკ-ტი და ჩაირიცხა ასპირანტურაში (1977); მოსკ. საკავშ. საფინანსო-ეკონ. ინ-ტის სტატისტიკის კათედრაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მოსახლეობის რეგიონული მოთხოვნის ეკონომიკურ-სტატისტიკური ანალიზი და პროგნოზირება: (საქართველოს მაგალითზე)“  (1988) და მოიპოვა ეკონ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1999); სადოქტორო დისერტაცია დაასრულა გერმანიაში პოტსდამის უნ-ტში, თემაზე: „საბაზრო პროცესების სტატისტიკური პროგნოზირების მეთოდოლოგია“ და მიენიჭა პროფესორის სამეცნ.-პედაგოგიური წოდება (2002); შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართვ. ცენტრ. სტატისტიკის სამმარართველოში ეკონომისტის თანამდებობაზე და განვლო ყველა თანამდებობრივი საფეხური სამმართველოს უფროსის ჩათვლით (1977–დან). პედ. საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის დროს, პარალელურად იყო  საქართვ. სტატისტიკის სახელმწ. დეპარტამენტთან არსებული სამეცნ.-ინფორმაციული ცენტრის დირექტორი (1999-2000). სსიპ სტატისტიკის სამეცნ.-კვლევითი ინ–ტის დირექტორი (1981-1985). საქართვ. ეროვნ. ბანკის საბჭოს წევრი (2005-2012), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. და სოციალ. სტატისტიკის კათედრის პროფესორია (2000–დან), ხოლო შემდეგ არის აღნიშნული კათედრის ხელმძღვ. (2006–დან). სხვადასხვა სტატუსით იყო დოქტორანტი, მკვლევარ-პროფესორი, მიწვეული პროფესორი, ერთობლივი სასწ. და კვლევითი პროექტების ხელმძღვ., კოორდინატორი და ძირითადი მონაწილე. ფართოდ თანამშრომლობდა და ახლაც თანამშრომლობს საზღვარგარეთის უნ-ტებთან და კვლევით ინ–ტებთან, კერძოდ: პოტსდამის, კილის, მიუნხენის, ჰანოვერის, ბერლინის ორ უნ-ტთან, კილის მსოფლიო ეკონ. ინ–ტთან, დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნ-ტთან (პოლონეთი), ხარკოვის, ლატვიის, ერევნის, ტაშკენტისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწ. უნ-ტთან. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია 60-მდე სამაგისტრო ნაშრომი, 15-მდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. არის 12 საერთაშ. სამეცნ. კვლევითი პროექტის ხელმძღვ., თანახელმძღვანელი, კოორდინატორი და ძირითადი შემსრულებელი, მათ შორის: საქართველოში აშშ–ის საელჩოს საგრანტო პროგრამის; აზიის განვითარების ბანკის (ABD); გერმანიის აკად. გაცვლის სამსახურის (DAAD); გერმანიის კვლევითი საზ–ების (DFG), ფოლკსვაგენის ფონდის (VW Foundation), კონრად ადენაუერის ფონდის, Erasmus+ და სხვ. არის საერთაშ. სამეცნ. კონკურსებში გამარჯვებული და მიღებული აქვს შესაბამისი კვლევითი სტიპენდიები. არის საერთაშ. სამეცნ. ჟურნალების რედკოლეგიის წევრი საქართველოში და საზღვარგარეთ. აქტიურად თანამშრომლობს საქართვ. სახელმწ. მმართველობის ორგანოებთან, კერძოდ, იყო ფინანსთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წევრი; საქართვ. სტატისტიკის ეროვნ. სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2013-2022), სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის უმაღ. საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი (2019–დან) და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ექსპერტი (2024–დან). პროფესორ გ.ს.–ს აქვს საერთაშ. მნიშვნელობის მეცნ. მიღწევები, დროის მწკრივებში სტატისტ. იმპუტაციის ახალი მეთოდები და ტრენდის გამოვლენის ახალი მეთოდი, სპეც. ფორმულები და ტერმინები, სტატისტ. ინფორმაციაზე მოთხოვნის გაანგარიშების ახალი მეთოდები. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2002), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2015), თსუ–ის ოქროს მედლით (2023  ) და ფ. გოგიჩაიშვილის სახ. მედლით (2025). არის ბრანდენბურგ-საქართვ. საზ–ების საპატიო წევრი (გერმანიის ფედერ. რესპ., 2007–დან), საქართვ. სტატისტიკოსთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი (2011–დან), საქართვ. ეკონ. მეცნ. აკად. წევრი (2017–დან). გამოქვეყნებული აქვს 155 სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის: 20 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო, 4 მონოგრაფია (მათგან 1 გერმანიაში) და 8 სამეცნ. ბროშურა საზღვარგარეთ (მათ შორის 7 გერმანიაში და 1 რუსეთში), 2 სპეც. განმარტებითი ლექსიკონი. გამოქვეყნებული აქვს 80–მდე სამეცნ. სტატია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში: აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, რუმინეთში, ინდოეთში, უკრაინაში, იტალიაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ლატვიაში. გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულ ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების კრებულებში გამოაქვეყნა 25 სამეცნ. სტატია.   

თხზ.: გელაშვილი, ს. (2012). სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავება და ანალიზი SAL Server-is გამოყენებით. თბ., ISBN9789941363917; გელაშვილი, ს. (2012). სტატისტიკური პროგნოზირება თანამედროვე ბიზნესში, თეორიული ნარკვევები. თბ., გამომც.მერედიანი, ISBN9789941105630; გელაშვილი, ს. (2015). საზღვარგარეთის ქვეყნების სტატისტიკა. თბ., მერედიანი; გელაშვილი, ს. (2019). შესავალი სტატისტიკურ პროგნოზირებაში. თბ., უნივერსალი; გელაშვილი, ს. (თანაავტორი). (2023). საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკა. თბ., გელაშვილი, ს. (თანაავტორი). (2023). ცხოვრების  დონის  სტატისტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN  9789941360657; გელაშვილი, ს. (თანაავტორი). (2023). პროგნოსტიკა: მეთოდები, მოდელები, პროგნოზები: განმარტებითი ლექსიკონი = Forecasting: Methods, Models, Forecasts : Explanatory Dictionary. თბ., უნ-ტის გამ-ბა; გელაშვილი, ს. (2025). სტატისტიკური პროგნოზირება ეკონომიკასა  და  ბიზნესში. თბ.,  მერედიანი, ISBN 9789941105630.