გელაშვილი ნაზი  სერგოს ასული
გელაშვილი ნაზი სერგოს ასული

გელაშვილი ნაზი  სერგოს ასული  (28.VII.1940, ხაშური), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1963), სწავლობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ასპირანტურაში (1972–1974). დისერტაცია დაიცვა თემაზე „ადამანტანის კარდული დაჯგუფების შემცველი პოლიმერების სინთეზი და კვლევა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1982). საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის  ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორ.: უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1965–1986),  უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1986–2006), მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (2010-დან). მეცნ. ინტერესების სფერო: მარცვლეული კულტურებისათვის ახალი სახის აზოტოვანი სასუქების მიღება და კვლევა, ახალი სახის პოლიმერების მიღება და კვლევა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში:„Synthesis of polyarylates containing ether bonds in macromolecules“, (Chemical Engineering of Polymers Production of Functional and Flexible Materials, 2017, 61–72); „Study of the Effect of Polymerised Urea on the Yield of Grass Mixtures in the Field“, (Oxidation Communications, 2024, 47(2), 384–392); „Cured Glycidyl Ethers with Condensed Carbon Cycles“, (Advanced Topics in Polymer Chemistry and Materials Science, 2025, 3–18); „Oligomeric Nitrogen Fertilizer“, (Sustainability in Polymer Technology and Plastics Engineering Concepts Strategies and Opportunities, 2025, 69–81); „Polymer Composites Containing Diatomite and Boron Carbide that are Capable to Absorbs Therminal Neutrons“, (Himia Fizika Ta Tehnologia PoverhniOpen source preview, 2026, 17(1), 3–11). თანაავტორია მონოგრაფიების და მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები:„პროლონგირებული მოქმედების პოლიმერული აზოტოვანი სასუქის მიღების ხერხი“; „პროლონგირებული მოქმედების აზოტოვანი სასუქების მიღების ხერხი“; „ფოროვანი მასალის მიღების ხერხი“; „ნოვოლაქური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „პროლონგირებული მოქმედების NPK-ს შემცველი უნივერსალური სასუქის მიღების ხერხი“ და სხვ. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების. სხვადასხვა დროს იყო საერთაშ.  (ISTC, STCU, CRDF) და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური და გამოყენებითი პროექტების ძირითადი შემსრულებელი.

თხზ.: გელაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2016). კარდული ტიპის არომატული რთული პოლიეთერების წარმოქმნის მექანიზმი და რეაქციის ზოგიერთი კანონზომიერებანი. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941228186; გელაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2016). კარდული ტიპის არომატული რთული პოლიეთერები. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941229213.