-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
გელაშვილი კობა (26. VIII. 1960, ქ. დუშეთი). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2006-2017), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (2003), დაამთავრა: დუშეთის პირველი საშ. სკოლა (1977), თსუ-ის კიბერნეტ. და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტი (1982). იყო სამეცნ. ხარისხის მაძიებელი თსუ-ის მართვის თეორიის კათედრაზე (1989-1992). ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი (1993), იყო თსუ-ის მართვის თეორიის კათედრის: ლაბორანტი (1983-1994), ასისტენტი (1994-1996), დოცენტი (1996-2004), პროფესორი (2004-2006). საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის პროფესორი (2017-2024). მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი სადოქტორო დისერტაცია. მეცნ. კვლევების მიმართულებები: ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები და ოპტიმალური მართვის თეორია, მათ. ოპტიმიზაცია, დაპროგრამების ენები, ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები.
თხზ.: Gelashvili, K. (2011). The existence of optimal control on the basis of Weierstrass’s theorem. Journal of Mathematical Sciences 177 (3), pp. 373-382; Gelashvili, K. (თანაავტორი). (2018). Speeding up the convergence of the Polyak’s Heavy Ball algorithm. Transactions of A Razmadze Mathematical Institute, 172 (2), pp.176-188; Gelashvili, K. (2024). Speeding up Line Search for Composite Objective Function with a Linear Inside Part, In book: Optimization, Learning Algorithms and Applications, December, pp. 300-312, DOI:10.1007/978303177426320.