გელაშვილი გელა
გელაშვილი გელა

გელაშვილი გელა ვლადიმერის ძე (19.III.1951, სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტი (1973), დაიწყო მუშაობა ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტში. სწავლობდა ასპირანტურაში (1974-1975). ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი (1988). მეცნიერ თანამშრომელი (1976 - 1986). უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1986-2023). მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2023). ინტის დირექტორი (01.05.2006-დან). 60 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. 4 პატენტის მფლობელი. 5 საერთაშ. გრანტის ხელმძღვ. საბუნებისმეტყველო ლიცეუმის რექტორი (1993-2006). გამოცდების ეროვნ. ცენტრის კონსულტანტი (2007-დან). ღირსების ორდენის კავალერი (2007).