-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი გეოგრაფი პროფესორი ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გეხტმანი გიორგი ნიკოლოზის ძე (01. IX, 1870. ქუთაისი-06.IX.1956, თბილისი). ქართვ. ეკონომ-გეოგრაფი, გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1923). დაამთავრა ხარკოვის სახ. უნ-ტი (1895); მოღვაწეობდა თბილისში: იყო თბილ. სკოლების კლასგარეშე განათლების საზ-ების საპატიო წევრი (1910); ქართ. საყმაწვილო ჟურნ. „ ნაკადულისა“ და საქ. გეოგრ. საზ-ების ერთ-ერთი დამაარსებელი; პირველი კომერციული სასწ. დირექტორი (1906-1919); თსუ-ის სამ. ეკონომიის ლექტორი(1920-დან); ეკონ. ფაკ-ზე კითხულობდა ეკონ. გეოგრაფიის კურსს და იყო ეკონ. გეოგრაფიის კათედრის გამგე (1923-1956); ეკონ. მეცნ დოქტორი (1940) პროფესორი (1923-დან); საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941-დან). მისი მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებასთან; იყო საქ. სახელმწ. ბ-კის დირექტორი (1923-1930). მისი დირექტორობის პერიოდში შეიქმნა ბ-კის ფონდების ორგანიზაციის სტრუქტურა და მიღებულ იქნა ფონდების ფორმატულ-ინვენტარული განლაგება ენების მიხედვით. მან ბიბლიოთეკაში მოიყვანა თავისი სტუდენტები, რომლებიც შემდგომში ცნობილ ბიბლიოთეკათმცოდნები და ბიბლიოგრაფები გახდნენ, მათ შორის იყვნენ: ნიკო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ აკერმანი, დიმიტრო მარკევიჩი, ვიქტორ ბროსე, მერი მელაძე, შალვა გოზალაშვილი, ივანე ციციშვილი. მისი მეცადინეობით ბიბლიოთეკას გადაეცა სათავადაზნაურო ბანკის შენობა (დღეს I კორპუსი). გ.გ. იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ეკონომიკის კათედრის გამგე (1923-1956); საქართვ. ეკონ. დარაიონების ბადის ერთ-ერთი ავტორი; საქართვ. გეოგრ. საზ-ების ვიცე-პრეზიდენტი; ეკონომიკურ-გეოგრ. მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში; საერთაშ. კარტოგრაფიული ასოციაციის (I(CA) ეროვნ. წარმომადგენელი. გ. გ. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. გამოიცა „მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია“ (1925), რ-იც იყო პირველი ნაშრომი ეკონომიურ გეოგრაფიაში; ასევე გამოსცა „სოფლის მეურნეობის ეკონომიკა“ (1925), რ-იც წარმოადგენს საქართვ. სრული ეკონომიურ-გეოგრ. შესწავლის პირველ ცდას.
თხზ: (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა). გეხტმანი, გ. (1925). მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია.ტფ. უნ-ტის გა-მა, 1925; გეხტმანი, გ. (1925). საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია. ტფ., ზაკკნიგა; გეხტმანი, გ. (1928). სოფლის მეურნეობის ეკონომია : ნარკვევი. ტფ., უნ-ტის გა-მა; გეხტმანი, გ. (1940). მოკლე ფიზიკურ-გეოგრაფიული სიტყვარ-ცნობარი. თბ. დაწყებითი და საშ. სკოლის სამეცნ.-საკვ. ინ-ტი; გეხტმანი, გ. (1942). გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურნი: სიტყვარი-ცნობარი, თბ.; გეხტმანი, გ. (1955). ნარკვევები გეოგრაფიის ისტორიიდან. თბ., უნ-ტის გამ-ბა.
ლიტ.: კვერენჩხილაძე, რ. (1969). გიორგი გეხტმანი. თბ; გეხტმანი გიორგი ნიკოლოზის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. თბ., 1978, გვ. 130.