გეგუჩაძე ლეილა
გეგუჩაძე ლეილა

გეგუჩაძე ლეილა (-25. III. 2023) ფილოლოლოგი, დოქტორი, პროფესორი. ასწავლიდა თსუ-ში ახ. ქართ. ენის კათედრაზე (1967-დან). დაიცვა დისერტაცია ფილოლ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად (1974). იყო ზემოხსენებული კათედრის დოცენტი (1979-დან), თსუ-ის  ასოც. პროფ. (2006-2009), საპატიო პროფ. (2010-დან). გ. ლ. იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი, მონაწილეობდა სამეცნ. კონფერენციებში, იყო ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი, რამდენიმე საკანდიდატო დისერტაციის ოფიც. ოპონენტი და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი. ათეული წლის განმავლობაში  იგი ახ. ქართ. ენის კურსს უკითხავდა უნ-ტელ ჰუმანიტართა თაობებს ფილოლ. თუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტებზე, იყო  სტუდენტთა საენათმეცნ. წრის ხელმძღვ. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა თსუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა (შემდგომ — ჰუმანიტარული ფაკ-ტის ახალგაზრდა მეცნიერ-ფილოლოგთა) შრომების ათი ტომი (1997-2006). გ. ლ. თბილ. სას. აკად. და სემინარიის ქართ. ენის პედაგოგი იყო (1994-დან), ამავე სასწავლებლის პროფესორი და სამეცნ. საბჭოს სწავლული მდივანი (2012-დან). თბილ. სას. აკად. და სემინარიაში მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სამეცნ. ნააზრევის გაცვლა-გაზიარების ტრადიცია — სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნ. კონფერენციები.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გეგუჩაძე, ლ. (2009). აბიტურიენტის ბიბლიოთეკა: ქართული ენა; გეგუჩაძე, ლ. (2010). ქართული ენა სინტაქსის საკითხები. უნ-ტის გამ-ბა.