გეგია ჯენი ალექსანდრეს ასული
გეგია ჯენი ალექსანდრეს ასული

გეგია ჯენი ალექსანდრეს ასული (23.VII.1947, თბილისი). დაამთავრა თბილ. 39-ე საშ.  სკოლა (1965) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი კვანტური  რადიოფიზიკის მიმართულებით (1972). მუშაობდა ლაბორანტის, შემდეგ კი  უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე თსუ-ის  ბირთვული ფიზიკის პრობლემურ  ლაბორატორიაში (1973-დან), რ-ის საფუძველზეც ჩამოყალიბებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში განაგრძო მუშაობა (1980-დან). თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (მეფი) გ. ჯ. წლების მანძილძე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას, ბოლო პოზიცია მეცნიერ-თანამშრომელი. იგი აქტიურად იყო ჩართული ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი) მიმდინარე ექსპერიმენტებზე ტრეკული ხელსაწყოებიდან მიღებული ფილმური ინფორმაციის ავტომატურ დამუშავებაში. გ. ჯ. კოლეგებთან ერთად  (ხელმძღვ. თ. ფიცხელაური) მონაწილეობდა მეფი-ში ექსპერ. ინფორმაციის ანალიზის გამზომი ნ/ა ხელსაწყოების გაუმჯობესებაში, რ-იც გადაეცათ საქართვ., სომხეთისა და ბულგარეთის სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებს. გ. ჯ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ავტომატურ დანადგარებიდან მიღებული ექსპერ. მონაცემების გაზომვა, მოდელირება, ანალიზი, კომპიუტერული ქსელების ტექნოლ. განვითარება. ამ მიმართულებებით არის ავტორი/თანაავტორი რამოდენიმე სამეცნ. ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია საბჭოთა კავშორის სამეცნ. ჟურნალებში. მოგვიანებით გ. ჯ. ჩაერთო ინ-ტის ინფორმაციული ტექნოლ. განყ-ბის კომპიუტერული ქსელების მომსახურების ჯგუფში, რომელიც  მომსახურებას უწევდა როგორც ინ-ტს, ასევე (1996) NATO/INTASS-ის დაფინანსებითა (1996) და ინ-ტის ინფორმაციული ტექნოლ. განყ-ბის თანამშრომლობით თსუ-ის მეფი-ში შექმილ მაღალი ენერგიების ფიზიკის საკომუნიკაციო და კომპიუტერული ქსელების ცენტრს (The Georgian High Energy Physics Community and internet). ამ ინტერნეტ სივრცეში ჩაერთნენ პირველად საქართვ. აკად., სამედ. და კვლ. დაწესებულებები (NATO ქსელის განვითარება კავკასიის რეგიონში, IOS Prees 2001). საქართვ. სამეცნ. საგანმან. კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენას შექმნის (1999) შემდეგ, რამოდენიმე წელში ინ-ტის ინტერნეტ მომსახურების ჯგუფი გადაერთო შიდა კომპ. ქსელის მომსახურებაზე, ამ მიმართულებითაც უზარმაზარია გ. ჯ.-ის წვლილი.