-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული გეოგრაფი დიპლომატი ელჩი პოლიტოლოგი
გეგეშიძე არჩილ მიხეილის ძე (9.XII.1956, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონ. და სოც. გეოგრაფიის სპეციალობით (1978) და თსუ-ის ეკონ. და სოც. გეოგრაფიის კათედრის ასპირანტურა (1981). იყო საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევრ. დეპარტ. უფროსის მოადგილე (1992-დან); საქართვ. სახელმწ. მეთაურის აპარატის ეროვნ. უსაფრთხოების საგარეო-პოლიტ. უზრუნველყოფის ჯგუფის მრჩეველი (1992-1994); საქართვ. პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნ. უსაფრთხოების საკითხებში(1995-1996); სახელმწ. კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყ-ბის უფრ.; საქართვ. პრეზიდენტის მთ. მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში (1996-2000). სტენფორდის უნ-ტის (აშშ) ფულბრაიტის სახ. სტიპენდიანტი მკვლევარი (2000-2001); საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კვლევის ფონდის მთ. მკვლევარი; ფონდის პროგრამების ფარგლებში სალექციო კურსს კითხულობდა გლობალიზაციისა და განვითარების საკითხებზე, ატრებდა ტრენინგებს პოლიტიკის ანალიზში; სტენფორდის უნ-ტში იყო ფულბრაიტის მოწვეული მკვლევარის რანგში (2001-2013); იყო საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში აკრედიტებული ბაჰამის თანამეგობრობაში, ჰაიტის რესპუბლიკასა და გრენადაში (2013-2016). ლ. მიქელაძის სახ. ფონდის აღმასრ. დირექტორი (2016-დან). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლ. რანგი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003).