გეგელია თენგიზ
გეგელია თენგიზ

გეგელია თენგიზ გიორგის ძე  (20.I. 1928, სოფ. პატარა ჯიხაიში, ხონის რაიონი - 1994  თბილისი),  მათემატიკოსი და მექანიკოსი, თსუ-ის პროფესორი (1967), საქ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1974), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1964), საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე. დაამთავრა: თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1950) და  ასპირანტურა (1954), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1954). იყო თსუ-ის მათ. და მექან. კათედრის უფრ. ლაბორანტი (1949-1951),  დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლების კათედრის ასისტენტი (1951-1956), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1956-1958) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1958-1966), თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის უწყვეტი ტანის მექან. განყ-ბის ხელმძღვ. (1966-1980), თსუ-ის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის გამგე და ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის განყ-ბის გამგე (1980-1994).  წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტზე და შექმნა რამდენიმე სახელმძღვანელო მათ.- ფიზიკის დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებებში.  მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი დისერტაცია. მისი ძირითადი სამეცნ. შრომები ეძღვნება დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიას, მათ.- ფიზ. და დრეკადობის თეორიის ამოცანებს. მან შეისწავლა სინგულარულ პოტენციალთა ტიპის ინტეგრალთა თვისებები, დაადგინა სინგულარული ინტეგრალების ასახვისა და გადაადგილების რიგის ფორმულები,  გამოიკვლია დრეკადობის და თერმომომენტური დრეკადობის მთელი რიგი ძირითადი და სასაზღვრო ამოცანები დიფუზიის გათვალისწინებით. იგი თანაავტორია საყოველთაოდ აღიარებული მონოგრაფიისა, რომელიც შეიცავს დრეკადობის თეორიის მათ. საფუძვლების ანალიზს. მიღებული აქვს საქართვ. სახ. პრემია მეცნ. და ტექნ. დარგში (1971). არის საქართვ. მეცნ. აკად. ი. ვეკუას სახ. პრემიის ლაურეატი (1987) და ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (1987). ის იყო: საქართვ. მათ. საზ-ების პრეზიდენტი (1962-1965),   მექან.-მათ.  ურთიერთმოქმედების საერთაშ. საზ-ების (ISIMM) წევრი (1984-1994),  სსრკ თეორ. და გამოყენებითი მექან. ეროვნ. ბიუროს წევრი (1985-1994). აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მეცნ. პოპულარიზაციის მიმართულებით. ის წლების განმავლობაში იყო მათ. ოლომპიადების ორგანიზატორი და ჟიურის თავ-რე. ის მუდმივად დაინტერესებული იყო ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენით. იგი იყო კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლის (რ-იც ერთი პერიოდი მის სახელს ატარებდა)  შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი. ის წლების განმავლობაში კომაროვის სახ. სკოლაში ატარებდა სპეც. კურსის ლექციებს და ამ სკოლისათვის შექმნა შესანიშნავი სახელმძღვანელოები.

თხზ.: Gegelia, T. (თანაავტორი). (1979). Three-dimensional Problems of the Mathematical Theory of Elasticity and Thermoelasticity North-Holland Publ. Comp., Amsterdam, pp. 929; Gegelia, T. (1994). Potential methods in continuum mechanics. Georgian Mathematical Journal , N 1, 6; Gegelia, T. (1997). Some dynamic problems of the theory of electroelasticity. Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics. Volume 10.