გეგელია ლილი ვლადიმერის ასული
გეგელია ლილი ვლადიმერის ასული

გეგელია ლილი ვლადიმერის ასული (12.VIII.1923, თბილისი-21.XI.2000). ქართვ. საესტრადო მომღერალი, საქართვ. დამ. არტისტი (1961), საქართ. სსრ. სახ. არტისტი (1989), ღირსების ორდენის კავალერი (1997). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1947) და თბილ.  I მუს. სასწ. (ვოკალური, 1942), იყო საქართვ. რადიოსა (1954) და საქართვ. საესტრადო ორკესტრ „რეროს“ (1956) წევრი; საგანგებოდ მისთვის ქმნიდნენ სიმღერებს ქართვ. და რუსი კომპოზიტორები. მათ შორის აღსანიშნავია: ლილი იაშვილის „უფლისციხესთან“ (მურმან ლებანიძის ლექსი); „გელათი“ (ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი); „მოდიოდა ნინო მთებით (ანა კალანდაძის ლექსი); „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ (ილია ჭავჭავაძის ლექსი). მის მიერ გახმოვანებული ფილმებია: მედეა ჯაფარიძე-„წარსული ზაფხული“ (კომპოზ. ოთარ გორდელი); ნატა კობახიძე - „ყვავილი თოვლზე“ (კომპოზ. რევაზ ლაღიძე); დოდო ჭიჭინაძე -„ნინო“ (კომპოზ. რევაზ ლაღიძე); მეგი წულუკიძე - „პალიასტომი“ (კომპოზ. დავით თორაძე); ლია ელიავა -„ჭიაკოკონა“ (კომპოზ. ბიძინა კვერნაძე); ასრულებდა ქართვ. კომპოზიტორების საესტრადო სიმღერებს: ლილი იაშვილი „ია-ია“; კონსტანტინე პევზნერი „გამოდი“, „გაზაფხულის ბრალია“; პეტრე ნალბანდიშვილი „ლურჯი იები“, ბიძინა კვერნაძე „სად მიხვალ“; გიორგი ცაბაძე „ჩემს სახლთან პატარა ბაღია“; გასტროლებით იმოგზაურა „რერო“-სთან ერთად: სსრკ-ში, ინგლისში, შოტლანდიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიშა; სოლო კონცერტებით-სსრკ-სა და გერმანიაში.  საქართვ. რადიოს ოქროს ფონდში დაცულია ორასამდე სიმღერა  მისი შესრულებით. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში

ლიტ.: გეგელია ლილი ვლადიმერის ასული. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015, გვ. 101.