-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გეგელია ჯამბულ თარაშის ძე (03.V.1965, სოფ. თაგილონი, გალის რაიონი). დაამთავრა ქ. ქუთაისის ფიზ. მათ. საშ. სკოლა-ინტერნატი (1982), თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1989) და ასპირანტურა თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1992); მეორე კურსიდან გაწვეულ იქნა ორწლიან საბჭ. კავშირის სამხედრო-სავალდებულო სამსახურში; მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (მეფი) (1994-1996). გ. ჯ.-ს მიენიჭა ფილოსოფიის მეცნ. დოქტორის (PhD) ხარისხი თეორ. ფიზიკაში სადისერტაციო ნაშრომზე: „Eeffective Field Theory for Hadronic Processes“ (2001), სამხრეთ ავსტრალიის ფლინდერსის უნ-ტში (1997-2000). გ. ჯ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხანგრძლივობით მუშაობდა ევრ. წამყვან სამეცნ. ცენტრებში: INFN (ფერარა, იტალია) (2001-2002); ბირთვის ფიზიკის ინსტიტუტი (მაინცი, გერმანია) (2002-2011); ბოხუმის უნივერსიტეტი (გერმანია) (2011-2015); იულიხის კვლევითი ცენტრი (გერმანია) (2015-2018); დღემდე მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (2001-დან) და ბოხუმის უნ-ტში (2019-დან). გ. ჯ.-ს სამეცნ. კვლევების სფეროა: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკებისა და ბირთვის ფიზიკაში, არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ნაშრომთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Renormalization of relativistic baryon chiral perturbation theory and power counting“ (Phys. Rev. D 68, 056005, 2003); „Regularization, renormalization and 'peratization' in effective field theory for two nucleons“ (Eur. Phys. J. A 41, 341-354, 2009); „Definition of Local Spatial Densities in Hadrons“ (Phys. Rev. Lett. 129, 012001, 2022). გ. ჯ. არის საქართვ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდის მრავალი საგრანტო პროექტის მონაწილე; სამეცნ. საქმიანობასთან ერთად ჩართულია სასწ. პროცესში, კითხულობდა ლექციათა კურსს ელემენტარული ნაწილაკებისა და ველის კვანტურ თეორიაში, ასევე ფიზიკის მათ. მეთოდებში.