-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
გეგეჭკორი ზურაბ (ზურა) გივის ძე, (9.I.1943 აჩიგვარა, გალის რაიონი – 2.XII.2025 თბილისი), მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი (1975), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1970). დაამთავრა აჩიგვარის საშ. სკოლა (1959), სწავლობდა თსუ-ში (1959-1960) შემდეგ დაამთავრა ქ. ნოვოსიბირსკის (რუსეთი) უნ-ტი (1960-1964) და ასპირანტურა (1964-1966) აკად. ნიკოლოზ იანენკოს ხელმძღვანელობით. იყო თსუ-ის კიბერნეტ. და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტის ელეტრონულ გამოთვლითი მანქანების მათ. უზრუნველყოფის კათედრის დოცენტი და კათედრის გამგის მოადგილე (1975-2005). შემდგომ ის იყო სოხუმის სახელმწ. უნ-ტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის დოცენტი და შემდგომ ასოცირებული პროფესორი (1997-2024). მასი სამეცნ. ინტერესები იყო წრფივი და არაწრფივი დიფერენციალურ განტოლაბათა ამოხსნის რიცხვითი ანალიზი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი სამაგისტრო ნაშრომი.