-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
გეგეჭკორი არნოლდ მიხეილის ძე (16.I.1940, ოზურგეთი-29.V.2021, თბილისი), ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (სანკტ-პეტერბურგი, ზოოლოგიის ინ-ტი, 1985), პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი. საკანდ. დისერტაცია დაიცვა თბილ. სას.-სამ. ინ-ტში (1966), ხოლო სადოქტორო - სანკტ-პეტერბურგის ზოოლოგიის ინ-ტში (1985). იყო საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ზოოლოგიის დეპარტ. ხელმძღ. (1970-2005). მუშაობდა: თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტის ზოოლოგიის კათედრის გამგედ (1989-2005); ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ბიოლოგიის დეპარ. ბიომრავალფეროვნების კათედრის გამგედ (2005-დან); საქართვ. ეროვნ. მუზეუმის მრჩევლად საგანმან. დარგში (2006-დან); იყო თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის საბაკალავრო პროგრამის "ეკოლოგია" ხელმძღვ. (2011-დან). გ. არნ. სამეცნ.-პედაგოგიურ საქმიანობას წარმატებით უთავსებდა გარემოს დაცვით საქმიანობასაც; თანამშრომლობდა არაერთ გარემოსდაცვით ორგანიზაციასთან; ხელმძღვანელობდა სამეცნ.-ფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში (1963-დან); მოვლილი აქვს დედამიწის ყველა ბუნებრივი ზონა; საქართვ. ტელევიზიის „პირველ არხზე“ 32 წლის განმავლობაში უძღვებოდა გადაცემას "ბუნების კარი". იყო 600-მდე ნაშრომის ავტორი. მრავალფეროვანია მისი სამეცნ.-პედ. მოღვაწეობა უცხოეთში: მოწვეული პროფესორი (Visiting Professor) ლექცია-სემინარების კურსით: მონაშის უნ-ტი (მელბურნი, ავსტრალია, 2000); ახ. სამხრეთ უელსის უნ-ტი (UNSW) (სიდნეი, ავსტრალია, 2000, 2002-2003); ოკლენდის უნ-ტი (ახ. ზელანდია, 2000); ნაირობის უნ-ტი (კენია, 2000-2003); გრეიფსვალდის უნ-ტი (გერმანია, 2009); მოწვეული მკვლევარი (Visiting Researcher): კალიფორნიის მეცნ. აკადემია (სან-ფრანცისკო, აშშ, 2000); ავსტრალიის მუზეუმი, ბიომრავალფეროვნების ინ-ტი (სიდნეი, 2000); მეხიკო-სითის აგრონ. უნ-ტი (მექსიკა, 2000); კიოტოს უნ-ტი (ეკვადორი, 2000); დარ-ეს-სალამის უნ-ტი, ტანზანიის ეროვნ. პარკი (ტანზანია, 2000). მიღებული აქვს: "ბუნების დამცველის" ოქროს მედალი (1985, 1994); კემბრიჯის საერთაშ. ბიოგრ. ცენტრის მიერ დასახელებულ იქნა "წლის საერთაშორისო პიროვნებად", სათანადო დიპლომითა და ღირსების ვერცხლის მედლით (2000-2001); "ბუნების დამცველის" ოქროს მედალი (1985, 1994). მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომი; იყო ბიოლოგების არაერთი თაობის აღმზრდელი; საერთაშ. გეოგრ. კავშირის (IGU) წევრი (2002-დან); "კავკასიის გარემოს (ეკოლოგია) საერთაშორისო საზოგადოება" (ISCE) პრეზიდენტი (2001-2003); ეროვნ. გეოგრ. კავშირი (აშშ) წევრი (2002დან); მუზეუმთა საერთაშ. კავშირის (ICOM) წევრი (1972); ნატოს "მეცნიერება და საზოგადოება" (Science and Society, NATO) კომისიის ასოცირებული წევრი საქართველოდან (2001-2003); საბჭ. კავშირის ენტომოლოგთა საზ-ების პრეზიდიუმის წევრი (1986-1991); საბჭ. კავშირის ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1982); საქართვ. გეოგრ. საზ-ების წევრი (1993); საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1995-2014); საქართვ. მედიკო-ბიოლ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1994); საქართვ. პედ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1999); საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (1992); საქართვ. საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრი (1994); საქართვ. სახელმწ. პრემიების კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი (1999); საქართვ. მეცნ. აკადემიასთან არსებული უმაღლ. საატესტაციო კომისიის (სეს) წევრი (2004-2005); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული უმაღლესი საატესტაციო კომისიის, ბიოლოგიის სექციის თავ-რე (2005-2006); ტორფნარისა და ხმელეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემების საერთაშ. კონსერვაციული ჯგუფის (IMCG) წევრი (2007). ჯილდოები, პრემიები და პრიზები. მიღებული აქვს: იაკობ გოგებაშვილისა (1998) და პეტრე მელიქიშვილის სახ. პრემია (1998); საქართვ. სახელმწ. პრემია (1998); ღირსების ორდენი, საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნ., პედ. და საზ. მოღვაწეობისათვის (1999); ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი (2000); ღირსების ორდენი (2013).
თხზ.: გეგეჭკორი, არნ. (1988). დედაბუნება. თბ., განათლება; გეგეჭკორი, არნ. (1997). ბუნება შემოქმედია. თბ., მერიდიანი; გეგეჭკორი, არნ. (2004). ადამიანის ევოლუცია. გაუჩინარებული და ტრაიბალური ცივილიზაციები : დამხმ. სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9994012967; გეგეჭკორი, არნ. (2008). ბიოგეოგრაფია, დედამიწის ხმელეთის ბიომები: ნაწ.1. - თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941130229; გეგეჭკორი, არნ. (თანაავტორი). (2010). "ვეფხისტყაოსანი" ბიოგეოგრაფის თვალით = "The Knight in the Panther's Skin" from Biogeographer's Point of View . თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941102189; გეგეჭკორი, არნ. (თანაავტორი). (2011). ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია : სამაგისტრო პროგრამა "გამოყენებითი ბიომეცნიერებები", ტემპუსის პროექტი JEP-159340 - თბ., ISBN: 9789941037696; გეგეჭკორი, არნ. (2015). ეს არის საქართველო: მეცნიერულ-პროზაული ფოტოალბომი. თბ. მერიდიანი, ISBN: 9789941109829.
ლიტ.: გაჩეჩილაძე, თ. (თანაავტორი). (2002). წიგნი ღირსებისა: ტ. 4. თბ.