-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტოლოგი საპატიო დოქტორი
გედმინი ჯეფრი (Gedmin Geoffrey, 13. V. 1958, ვაშინგტონი), თსუ-თან აქტიური თანამშრომლობისათვის, ქართულ მედიაში საერთაშ. სტანდარტების დამკვიდრებისა და საქართვ. შესახებ მედიასივრცეში ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში შეტანილი წვლილისათვის რადიო “თავისუფალი ევროპის“ პრეზიდენტს, ფილოსოფიის დოქტორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (04.10. 2010).
გ. ჯ.-მ კარიერა აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობებით დაიწყო. იგი მიუნხენის თარჯიმანთა ინ-ტში სწავლობდა (1977). სწავლების პირველი საფეხური ზალცბურგის უნ-ტში დაასრულა. ვაშინგტონის ამერიკულ უნ-ტში დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი მუს. განხრით (1980). უნ-ტში მუშაობდა მასწავლებლად (1981-1988), შემდეგ კი დაიცვა მაგისტრის ხარისხი (1982). ერთი სემეტრის მანძილზე იენის ფრიდრიხ შილერის უნ-ტში სწავლობდა (1985-1987).
გ. ჯ.-ს ამერიკის ბიზნესის ინ-ტში პოლიტოლოგის პოზიცია ეკავა (1988-1997). დაიცვა დოქტორის ხარისხი ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნ-ტში (1990). იგი იყო ბერლინის ასპენის ინ-ტის დირექტორი (2001-2002). მას ხშირად იწვევენ სატელევიზიო გადაცემებში.
გ. ჯ. კითხულობს მოხსნებებს შემდეგ საკითხებზე: ატლანტიკური უსაფრთხოება, ეკონ. და პოლიტ. გაერთიანება.