გედევანიშვილი დიმიტრი პანტელეიმონის ძე
გედევანიშვილი დიმიტრი პანტელეიმონის ძე

გედევანიშვილი დიმიტრი პანტელეიმონის ძე (2. XII. 1884, სოფ. კირბალი, ახლ. გორის მუნიც. - 20. XII. 1958, თბილ., ვაკის სასაფლაო), სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი, პროფ. (1930), საქართვ. მეცნ. აკად. წევრ-კორესპოდენტი(1955), სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (დისერტაციის დაუცველად – Honoris causa, 1950), საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1957). წარჩინებით დაამთავრა ქ. ნოვოალექსანდრიის სასოფლო-სამეურნეო და სატყეო ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი (პოლონეთი, 1914), ნიადაგთმცოდნეობის საკავშ. საზ-ბის საქართვ. განყ-ბის თავ-რე, მეცნ. დამს. მოღვაწე (1943). კითხულობდა ლექციებს თბილისში ახლად დაარსებულ პირველ ქართ. უნ-ტში ნიადაგმცოდნეობასა და მიწათმოქმედებაში (1918-დან). ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ნიადაგმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრას თსუ-ში (1919-1929)  და თბილ. პოლიტექნიკურ ინსტ-ტში (1921-1924). შეთავსებით მუშაობდა „საქჩაის“ მმართველის მოადგილედ სამეცნ. დარგში. თსუ-ის აგრონომიული ფაკ-ტის ბაზაზე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ინ-ტი (ახლანდ. აგრარული უნ-ტი), სადაც მან დაარსა ნიადაგმცოდნეობის კათედრა და სიცოცხლის ბოლომდე ხელ-და მას (1929-1958). ლექციებს კითხულობდა აგრეთვე ბათუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის გეოგრ. კათედრაზე (1946). გ. დ.-ს წვლილი მიუძღვის საქართვ. მიწათმოქმედების ინ-ტისა (1913) და ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა საკავშ. სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის დაარსების საქმეში (1930). გ. დ. მონაწილეობას იღებდა ექსპედიციებში ნიადაგური საფარის შესწავლის მიზნით. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ჩართული იყო აკად. კ. გლინკას მიერ ორგანიზებულ საველე გასვლებში: შორეულ აღმოსავლეთში (1910), თურქმენეთში (1911), სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა რაიონში (1912). მუშაობდა აგრონომად მუშაობა დაღესტანში (1914). მოგვიანებით, დ.გ.-ის ორგანიზებით მოეწყო ექსპედიციები საქართვ. სხვადასხვა რაიონში (1926-1928). შეისწავლა საქართვ. ნიადაგური საფარი, განსაკუთრებით მევენახეობისა და მეჩაიეობის რაიონები, კოლხეთის დაბლობი. იგი იყო პირველი ქართვ. მეცნიერი, რ-მაც შეისწავლა წითელმიწა ნიადაგები აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე. შეადგინა საქართვ. ნიადაგების რუკა. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. გ. დ. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა და მედლებით. მის სახელს ატარებს აგრარული უნ-ტის საქართვ. ნიადაგების მუზეუმი.

ლიტ.:გედევანიშვილი, დ. (1930). ტფილის-ბაკურიანის მარშრუტის ნიადაგები. ტფილისი, სსსრ. მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატი, პოლიგრაფტრ. მე-3 სტ.; გედევანიშვილი დ. (1935). ნიადაგმცოდნეობა (სასოფო-სამეურნეო ინ-ტის დაუსწრებელი სექტორი), ლითოგრაფიული გამოცემა; გედევანიშვილი, დ. (1955, 1961). ნიადაგმცოდნეობის კურსი. საქართვ. სასოსლო.-სამეურნეო ინ-ტის გამ-ბა. და სტ.; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982 ;ბოლაშვილი ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი, უნ-ტის გამ-ბა; ISBN 9789941133640 კარგ ქართველთა საფლავები. http://geonecropol.ge/dimitri-gedevanishvili/.