-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
გავაშელიძე ეთერ შალვას ასული (01.I.1950, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა სპი-ის ძირითადი და ნავთობქიმიური სინთეზის ფაკ-ტი (1982), მაძიებელი (1995-2003). დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ბისფენოლების ფრაგმენტების შემცველი პოლიურეთანების სინთეზი“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2004). საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1983-2009), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2009-2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2011-დან). მეცნ. ინტერესების სფეროა: მარცვლეული კულტურებისათვის ახ. სახის აზოტოვანი სასუქების მიღება და კვლევა და ახ. სახის პოლიმერების სინთეზი და კვლევა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში. მათ შორის: „Polyurethanes Based on Primary Cord Type Diols“, (Oxidation Communications, 2024, 47(2), 220–228); „Synthesis and Investigation of Properties of Epoxy-Novolac Copolymers Based on Polycyclic Bisphenols of Norbornane Type“, (Chemistry and Chemical Technology, 2024, 18(4), 546–557); „Cured Glycidyl Ethers with Condensed Carbon Cycles“, (Advanced Topics in Polymer Chemistry and Materials Science, 2025, 3–18); „Oligomeric Nitrogen Fertilizer“, (Sustainability in Polymer Technology and Plastics Engineering Concepts Strategies and Opportunities, 2025, 69–81 (ორივე Book Chapter). თანაავტორია მონოგრაფიების და მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „პროლონგირებული მოქმედების პოლიმერული აზოტოვანი სასუქის მიღების ხერხი“; „გრაფიტის სპილენძით პლაკირებული კომპოზიციის მიღების ხერხი“; „ფოროვანი მასალის მიღების ხერხი“; „ნოვოლაქური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „რეზოლური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „პროლონგირებული მოქმედების NPK-ს შემცველი უნივერსალური სასუქის მიღების ხერხი“; „ბუნებრივი სორბენტის მიღების ხერხი“ და „აზოტისა და კალიუმის შემცველი პროლონგირებული მოქმედების სასუქის მიღების ხერხი“. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების. სხვადასხვა დროს იყო საერთაშ. (ISTC, STCU, CRDF) და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური და გამოყენებითი პროექტების ხელმძღვ. და ძირითადი შემსრულებელი. მონაწილეობა მიიღო სს „ლომისის“ ტერიტორიაზე მცირე წარმადობის დანადგარის მონტაჟში და სამაცივრე დანადგარებისთვის თერმოსაიზოლაციო მასალის ქაფპოლიმერის მიღებაში (2006).
თხზ.: გავაშელიძე, ე. (თანაავტორი). (2014). კარდული ტიპის დიოლები და პოლიურეთანები მათ საფუძველზე. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941224157; გავაშელიძე, ე. (თანაავტორი). (2016). კარდული ტიპის არომატული რთული პოლიეთერების წარმოქმნის მექანიზმი და რეაქციის ზოგიერთი კანონზომიერებანი. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941228186; გავაშელიძე, ე. (თანაავტორი). (2016). კარდული ტიპის არომატული რთული პოლიეთერები. თბ. უნივერსალი, ISBN 9789941229213.