-
ავტორი
- კატეგორიები: რადიოფიზიკოსი
გავაშელი ცისანა არჩილის ასული (28.III.1967, ქ. თბილისი), რადიოფიზიკოსი, თსუ–ის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტი (1989 წარჩინებით) და ასპირანტურა (1992), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი (1995), დოქტორი. თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტის ასოცირებული პროფესორი (2021–დან), თსუ–ის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების დეპარტ. მთავარი სპეციალისტი (2011–დან), თსუ–ის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის (EEE) საერთაშ. ABET აკრედიტირებული საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი (2020–დან). 25 წელზე მეტი სამეცნ.-პედ. გამოცდილება თსუ-ში, 20 წელზე მეტი გამოცდილება სამეცნ. პროექტების მართვასა და ხელმძღვანელობაში, კვლევებში, ანალიზში, საერთაშ. და ადგილობრივი პროექტების მომზადება/განხორციელებაში (შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამენ. ფონდი, EU Tempus/Erasmus+, ISTC და ა.შ.). აკადემიური პერსონალის განვითარების (FADEPA) პროგრამის მონაწილე სან დიეგოს სახელმწ. უნ–ტში (2015); სან დიეგოს სახელმწ. უნ–ტი-საქართვ. ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ლექტორი (2018-2022); თსუ–ის აკადემიური საბჭოს წევრი (2022-დან); ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერთა ინ–ტის (IEEE) წევრი (2012–დან, 2023-დან საქართვ. ფილიალის უფროსი); საერთაშ. ეპრ საზ–ების წევრი (2002–დან). აკადემიური გამოცდილება მოიცავს ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს ელექტრობასა და მაგნეტიზმში, ელექტრული წრედების, ელექტრონული მასალების და მოწყობილობების ფიზიკური პროცესების ანალიზში. სამეცნ. კვლევითი ინტერესის სფერო: მაგნიტოაკუსტიკური მასალები, ბმრ ექო სტრუქტურა და მისი გამოყენების სფეროები, ნანოკომპოზიტები. მრავალი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე, 60 -ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი.