გასვიანი ილია ბეჟანის ძე
გასვიანი ილია ბეჟანის ძე

გასვიანი ილია ბეჟანის ძე (08. I. 1979, გუდაუთა), ფილოლოგი, პროფესორი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (2003); ამავე ფაკ-ტის ასპირანტურა (2006) და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დოქტორანტურა (2013). არის ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (2013); პროფესორი (2024). მისი სადისერტაციო ნაშრომია: „გიიომ აპოლინერის „ალკოჰოლები“ XX საუკუნის დასაწყისის ავანგარდული ტენდენციების კონტექსტში“ (2013).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): გასვიანი, ი. (2024). გიიომ აპოლინერის „ალკოჰოლები“ და XX საუკუნის დასაწყისის (1900-1920) ავანგარდული ტენდენციები პოეზიასა და ფერწერაში. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941338601.