-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გარუჩავა ზაალ შოთას ძე (01.IX.1958, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1980). გ. ზ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდემიის აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „KS 0, anti-L და L ინკლუზიური დაბადების და მათი სხვა ნაწილაკებთან ერთობლივი წარმოქმნის შესწავლა K +p ურთიერთქმედებებში 32 გევ-ზე“ (1990). მუშაობდა თსუ ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლის პოზიციაზე (1980-2007). გ. ზ. ხანგრძლივი სამეცნ. მივლინებით, როგორც მიწვეული მეცნ. მუშაკი, იმყოფებოდა ქ. სერპუხოვის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (IHEP, რუსეთი) (1980-1993). გ. ზ. მონაწილეობდა საერთაშ. თანამშრომლობებში: „მირაბელის“ ფარგლებში მიღებული მონაცემების გეომეტრიულ და კინემატიკურ დამუშავებასა და მიღებული შედეგების ანალიზში; EHS-NA22-ის (CERN, შვეიცარია, 1992-2007) ფარგლებში ანტვერპენისა (UIA- Universitaire Instelling Antwerpen) და ნაიმეგენის (University of Nijmegen/NIKHEF) უნ-ტებში; საერთაშ. H1-ის (DESY, გერმანია) გარგლებში e p კოლაიდერზე „ფორვარდ პროტონ სპექტრომეტრზე“ (FPS), მონაცემების კინემატიკურ დამუშავებაში (software) (1993-1997). კოლეგებთან ერთად გ. ზ. არის 75-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ნაშრომთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Inclusive K*+ (890), K *+ (1430) and anti-K *ˉ (890) Production in K +p Interactions at 32 GeV/c (Z. Phys. C, 25, 103-114, 1984); „Angular dependence of particle correlations in p +/K +p interactions at 250 GeV/“ (Phys. Lett. B, 353, 397-401, 1995); „Higher order Bose-Einstein correlations in p +p and K +p collisions at 250 GeV/“ (Z. Phys. C, 68, 229-237, 1995) გ. ზ. არის ადგილ./საერთაშ. მრავალი სამეცნ. ღონისძიებისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე.