-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
გარსევანიშვილი ვახტანგ რომანის ძე (25.II.1945, თბილისი). ფიზიკოსი, დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1966) და ასპირანტურა (1970). გ. ვ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა (1970) და დოქტორის (1986) ხარისხები, სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის თემა იყო „Квазипотенциальные уравнения в переменных светового фронта и проблемы релятивистской ядерной физики“ (JINR, დუბნა, რუსეთი); მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1971-დან) სხვადასხვა პოზიციაზე: უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1971-1975), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1975-1986), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1986-2007), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2007-2024); იყო ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1989-2008); თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი (1989-2007); თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2007-2012). გ. ვ. იყო ადგილ. და საერთაშ. მრავალი სამეცნ. საგრანტო პროექტის მონაწილე. გ. ვ. სამეცნ. კვლევების სფეროა: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რელატივისტურ ბირთვულ ფიზიკაში; არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში. მაგ.: „Relativistic quasipotential model of particle scattering at high energies“ (Phys. Lett.B, 29, 191-192, 1969); „Pi n-scattering at high energies in the quasipotential approach“ (Nucl.Phys.B , 67, 232-259, 1973); „Relativistic Form-Factors of Composite Particles“ (Teor. Mat. Fiz. 23, 310-321, 1975). გ. ვ.-ს მიღებული აქვს საქართვ. ლენინური კომკავშირის პრემია (1973); თანაავტორეთან ერთად (ზ. მენთეშაშვილი, ა. ხელაშვილი, მ. ნიორაძე) მიენიჭა საქართვ. ეროვნ. პრემია (2009) სამეცნ. ნაშრომთა ციკლისთვის „სინათლის ფრონტის ფორმალიზმი შედგენილი სისტემებისთვის და მისი ზოგიერთი გამოყენება ნაწილაკთა და რელატივისტურ ბირთვულ ფიზიკაში“. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიების მონაწილე.
თხზ.: V. R. Garsevanishvili (თანაავტორი). (1993). Relativistic Nuclear Physics in the Light Front Formalism. Nova Science Publishers, NY, ISBN-10: 156072093X, ISBN-13: 9781560720935.